“საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა“ – კალასი და კოსი

პოლიტიკა 1772852264

მარტა კოსი კაია კალასი

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, ნათქვამია:

„ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს. მას უცხოური წყაროებიდან მხარდაჭერის მიმღები პირებისა ან ორგანიზაციებისთვის პოტენციური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოაქვს. მისი ბუნდოვანი დებულებები სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და თვითნებური და შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკებს ქმნის.

ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საქართველოს ხელისუფლება მეტად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, და უფრო შორდება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროკავშირის წევრობის შესახებ. ეს ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს, რამაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და აქტივისტების უსამართლო დაკავება გამოიწვია; ისინი დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შედეგები მოჰყვა. მაგალითად, დღეს, საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობითი დარღვევის საპასუხოდ, კომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში.

ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ სიღრმე და არსი თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილურობის მიმართ თავიანთ ერთგულებას თანმიმდევრულად გამოხატავდნენ და კრიტიკულ მომენტებში საიმედო მხარდაჭერას უწევდნენ ქვეყანას, მათ შორის 2008 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით.

ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დროს და ფინანსურად ეხმარებოდა. რუსეთის მიერ საქართველოს ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს მწარმოებლებისთვის სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოვა. საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს ასობით სტიპენდიის შეთავაზების საშუალებით იღებს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. ჩვენ გავუღეთ კარი საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანებისთვის 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საშუალებით. ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე.

საქართველოს ხელისუფლება ამ ხანგრძლივ პარტნიორობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს და სამწუხაროდ, უფრო მეტად აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას, იმ მიზნისგან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. ამ ეტაპზე, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355