„საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვის ხალხი, ვიდრე “ოცნება“ - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
პოლიტიკა • 1765791483
რუმინეთი არის პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოსთან და ეს სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დღეს მიმდიანრე მოვლენებზე და აღნშნა, რომ “დღეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვიან და მეტი წვლილი შეაქვთ ხალხს, ვიდრე ინსტიტუტებსა და მთავრობას.“
რუმინეთი არის პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა საქართველოსთან და ეს სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება, რადგანაც ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ისიც მართალია, რომ დღეს კონკრეტულ მომენტში საქართველოს ევროპული მომავლისთვის უფრო მეტს იბრძვიან და მეტი წვლილი შეაქვთ ხალხს, ვიდრე ინსტიტუტებსა და მთავრობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ასევე საქართველოს საზოგადოების მედეგობის ნიშანი და ფაქტია, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება და ინვესტიციების დაბანდება საქართველოს ევროპულ გზაში.
რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რუმინეთისთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის, რომელიც მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონის – პასუხი ისაა, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უფრო მეტი და უნდა ვიყოთ ერთ მხარეს, როდესაც ვუყურებთ შავ ზღვას. და ამის გამო ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო“,- განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...
პოლიტიკა • 1791484975
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...
მსოფლიო • 1791479273
საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...
მსოფლიო • 1791474039
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...
მსოფლიო • 1791470502
სესხის არჩევისას ყურადღება მხოლოდ თანხის მოცულობას, საპროცენტო განაკვეთსა და დაფარვის ვადას არ უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, თუ რა ვალუტაში იღებთ დაფინანსებას და რამდენად შეესაბამება ეს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469984
უცხოურ ვალუტაში ხარჯები შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, სწავლასთან, საერთაშორისო შენაძენებთან, ბიზნეს საქმიანობასთან ან სხვა ყოველდღიურ საჭიროებებთან. თუ შემოსავალს ლარში იღებთ, ხოლო გარკვ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469140









