„საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პროქსია“ – პრეზიდენტი

პოლიტიკა 1727790788

ზურაბიშვილი ივანიშვილი

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხის შემცველია – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მოდერატორის მიერ დასმულ კითხვას, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე.

სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან “ოცნების” ხელისუფლებას რუსეთის პროქსი (მინდობილი, წარმომადგენელი) უწოდა და რუსეთი პირდაპირ დაადანაშულა საქართველოში ჰიბრიდულ ომის წარმოებაში.

“რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხის შემცველია. ჩვენ მომსწრენი ვართ ჰიბრიდული ომის, პროპაგანდის, შიშის ზეწოლის. მიიღეს რუსული კანონი, რომელიც მოქმედებაში მოვიდა. ამით არის მცდელობა წნეხში მოექცეს სამოქალაქო საზოგადოება.  ყველაფრის განმსაზღვრელი იქნება არჩევნები. არჩევნებში ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი ნება და დაამარცხოს საფრთხეები. ქართველი ერის სიძლიერე ამაშია.
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ მშვიდობა არ მოდის დათმობით. არის ნაწილი ხალხისა, რომელიც მხარს უჭერს დათმობის პოლიტიკას, რადგან მათ აქვთ პრივილეგიები, კომპრომატები. ვერ იპოვიან ისინი დიდ მხარდამჭერას სხვადასხვა კანონების თუ ზეწოლის გზით. დარწმუნებული ვარ,  ქართველმა ხალხმა იცის, სად არის ჩვენი მომავალი.
მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი არის იმ მდგომარეობაში, რომ რამე კიდევ სცადოს, თუმცა დარწმუნებით ვერაფერზე ვისაუბრებ.

სტრატეგია,  რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოში, არის პროქსების არსებობა.  ქართული ოცნება ფაქტობრივად რუსეთის პროქსია საქართველოში.ეს არჩევნები არის ჩვენი დასაცავი, უნდა დავიცვათ მშვიდობიანად და გამოვხატოთ ჩვენი ნება. ხალხის მობილიზაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესდღეობით.რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტიამ გამოიყენა დიდი პოსტერები, ერთ მხარეს იყო უკრაინის ფოტოები, მეორე მხარეს თბილისის ფოტოები. ამან გამოიწვია დიდი უკმაყოფილება, რადგან ეს არ არის თავსებადი ქართულ ტრადიციებთან, მშვიდობიან ბუნებასთან. ფაქტობრივად იყო გამოყენებული ტრაგედია. საზოგადოების რეაქცია აჩვენებს, რომ ეს ბრძოლა არ არის წაგებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეათე კლასი ისტორია
X კლასის ისტორიის წიგნი 1918-1921 წლების გარეშე?!

საქართველოს ისტორიის მეათე კლასის სახელმძღვანელოში, რომლის ავტორებიც ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია და ალექსანდრე ბოშიშვილი არიან, პირველი რესპუბლიკის პერიოდი (1918–1921 წწ.) ნახსენები არ არის. არსებულ...

განათლება 1789310296

მიქანაძე
"ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს" - გივი მიქანაძე

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...

განათლება 1789282609

ზოდიაქო
13 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...

ეს საინტერესოა 1789243500

ბურჭულაძე ღარიბაშვილი
რა ილაპარაკა პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილზე - „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...

პოლიტიკა 1789239110

ნინო ნადირაძე
"რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო... არ არის ეს ქართული, არ მოსულა..." - ნინო ნადირაძე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...

საზოგადოება 1789228734

ხარაბაძე მაღლაკელიძე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს - IPN

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...

პოლიტიკა 1789226476