"საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია" - ევროკავშირის ელჩის მიმართვა ქართულ ენაზე
პოლიტიკა • 1746780567
საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია" - ევროპის დღეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ქართველ ხალხს ქართულ ენაზე აუხსნა, სად უნდა ეძებენ ევროინტეგრაციის შეჩერების მიზეზი.
პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუკი საქართველო დაუბრუნდება დემორკატიულ გზას, ევროკავშირი მზადაა "ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმუშაოს".
ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია - ამბობს ევროკავშირის ელჩი.
2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკაშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწფიოს სუვერენულ უფლებას, ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. როგორც ხედავთ, რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნების ისტორიის, ტრადიციების და კულტურის პატივისცემას, ამიტომაც ვართ ერთად! თუკი საქართველო დაუბრუნდება დემორკატიულ გზას, ჩენ ვართ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გავაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო წინ", - ამბობს ევროკავშირის ელჩი. ევროკავშირის ელჩის ამ სიტყვებს ირაკლი კობახიძე ტელევიზიით მოისმნეს. ის ექსპო ჯორჯიაში საზეიმო ღონისძებაზე არ გამოჩენილა, კობახიძე ამბობს რომ არ დაპატიჟეს. არადა კარი ამ ღონისძიებაზე ყველასთვის ღიაა.
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...
სოცმედია • 1762749345
„ძირითადი, ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ან უკვე სულ ჩამოყალიბებულია, ან ჩვენ თვალწინ ყალიბდება. მართლა რასაც ჰქვია ის, რომ მოქალაქეები...
პოლიტიკა • 1762748914











