საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - მედია
პოლიტიკა • 1737809522
საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს და წერს, რომ გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Priveder) საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით ხელმისაწვდომი გახადა.
ბაზა კიბერუსაფრთხოების კონსულტირების პლატფორმა SecurityDiscovery-მა აღმოაჩინა. კომპანიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, ბობ დიაჩენკოს განცხადებით, მათ ახლახან აღმოაჩინეს პაროლით დაუცველი მონაცემთა ბაზა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობით პერსონალურ დეტალებს შეიცავდა.
ერთ-ერთი გაჟონილი ინდექსი თითქმის 5 მილიონი პიროვნების პერსონალურ მონაცემებს, ხოლო მეორე 7 მილიონზე მეტ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებულ პირად ინფორმაციას შეიცავს.
გამოცემა წერს, რომ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა თითქმის 4 მილიონია, მონაცემები შესაძლოა შეიცავდეს დუბლიკატებს და ჩანაწერებს გარდაცვლილ ადამიანებზე.
სენსიტიური პერსონალური მონაცემები მოიცავს:
პირადობის ნომერს;სრულ სახელსა და გვარს;დაბადების თარიღს;გენდერს;სერთიფიკატის მსგავს ნომრებს (პოტენციურად დაზღვევას);ტელეფონის ნომრებს - მფლობელის შესახებ აღწერილობითი ინფორმაციით.გამოცემა წერს, რომ აღმოჩენიდან მალევე სერვერი დახურულ რეჟიმზე გადაიყვანეს და გამოქვეყნებულ მონაცემებზე საჯარო წვდომა შეიზღუდა.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












