„საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა • 1721292087

ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის პოლიტიკურ თემაზეც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება გაფართოების საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება.
„დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა და, რა თქმა უნდა, გავუზიარებ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს, როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება, სწორედ ამ კუთხით, დაკავშირებადობის კუთხით და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან.
ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ევროპელ პარტნიორებთან კონკრეტულ პროექტებზეც გვექნება საუბარი. კოლეგებთან საუბრის საშუალება ჩვენ მათ შორის ორმხრივ ფორმატში გვექნება, ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის პოლიტიკურ თემებზე და გაფართოებაც იქნება საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001