"საქართველოს სუვერენიტეტი საფრთხეშია... " -ყოფილი თანამდებობის პირების, სასამართლო, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლების მიმართვა აშშ-ს, EU-სა და ბრიტანეთის ლიდერებს

პოლიტიკა 1731409260

საქართველო-ევოკავშირი დროშა.jpg

საქართველოს ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი წევრები, სამოქალაქო მოძრაობები, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეები, პროფესიული გაერთიანებები, ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები თავისუფალი სამყაროს ლიდერებისადმი ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ.

ისინი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად:

"საქართველოს სუვერენიტეტი, მისი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა. 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს უარი ეთქვა ფუნდამენტურ უფლებაზე, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება ფართო, სისტემატური საარჩევნო გაყალბების გამო. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იყო “ქართული ოცნების” ხელით განხორციელებული რუსული სპეცოპერაცია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპარლამენტმა - ყველამ დააფიქსირა სერიოზული დარღვევები საარჩევნო პროცესში. მათ შორის: არათანაბარი საარჩევნო გარემო, ამომრჩეველთა დაშინება და შემზღუდველი კანონმდებლობა, რომელიც ახშობდა ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ქმნიდა პირობებს, რომლებიც, როგორც დადასტურებულია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ, ვერ აკმაყოფილებდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითად სტანდარტებს.

გარდა ამისა, აშშ-ს ჰელსინკის კომისია გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას შექმნილი ვითარების გამო და აღწერს ამჟამინდელი ხელისუფლების ავტორიტარულ ტრაექტორიას, როგორც სერიოზულ საფრთხეს საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ანალოგიურად, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ცნობილმა თავმჯდომარეებმა საჯაროდ დაგმეს საარჩევნო დარღვევები და მოითხოვეს საერთაშორისო ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ნორმების დაცვისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. აშშ-ს კონგრესსა და ევროპის ქვეყნების პარლამენტებში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ჩატარებულ არჩევნებზე, როგორ საქართველოს დემოკრატიისა და სუვრენიტეტისთვის უდიდეს გამოწვევაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი პროდასავლური კურსის საბოლოო მარცხის საწინდარი. მაღალი ალბათობით ქვეყანა დაადგება შეუქცევადი ავტორიტარიზმის გზას და დაკარგავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. დემოკრატიის მარცხი საქართველოში პირდაპირ უდრის მის დამარცხებას მთელს რეგიონში, უტოლდება დასავლეთის მორიგ ავტორიტარული სამყაროს წინაშე და უდიდეს დარტყმას აყენებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას გაზრდილი გლობალური გაურკვევლობის ფონზე.

ამ კრიტიკულ მომენტში ამ არჩევნების შედეგების აღიარება რუსეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობის ტოლფასი იქნება - ხანგრძლივი და დრამატული შედეგებით როგორც საქართველოსთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის. ვინაიდან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი უარს აცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ხელისუფლების მიტაცების მცდელობის ლეგიტიმაციაზე, ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს, მათ შორის, აშშ-ის კონგრესისა და სენატში, სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად.

კერძოდ, მოსთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას:

1. ხმის მიცემის, საარჩევნო ოქმების გასაჯაროვება;
2. არჩევნების გაყალბების, საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციების საერთაშორისო გამოძიება და
3. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, სტრუქტურულად სახეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის ნების თავისუფლად გამოხატვის სრულად უზრუნველყოფის პირობებში.
მოგიწოდებთ, დაუდგეთ საქართველოს გვერდით მის ბრძოლაში დემოკრატიული პრინციპების, თავისუფლებების და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის შესანარჩუნებლად.

დიდი მადლობა საქართველოს ყველა მეგობარს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომისთვის. ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზაზე“, - ნათქვამია მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი.jpg
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს

აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...

მსოფლიო 1762759316

ლენტიი
სპეცოპერაციების სერია საქართველოში - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 13 პირი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...

კრიმინალი 1762758491

შალვა პაპუშვილი
შალვა პაპუაშვილის "რჩევები" ბრიუსელს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...

პოლიტიკა 1762758288

აქცია
„საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება“ - The Economist

საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...

პოლიტიკა 1762755863

ხაინდრავა
„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?“ - გოგა ხაინდრავა

"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...

პოლიტიკა 1762753789

მეუფე შიო
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მიტროპოლიტი შიო

 "ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...

საზოგადოება 1762749519