"საქართველოს თაფლობის თვე შესთავაზეთ, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს" - გზავნილები ევროსაბჭოდან
პოლიტიკა • 1747235871
ლუქსემბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. როგორც ჩანს, ევროპელი ლიდერები ღიად საუბრობენ იმედგაცრუებაზე, რომელიც მათ საქართველოს მიმდინარე კურსის გამო განიცადეს.
პირველი ხმამაღალი განცხადება მასპინძელი ქვეყნის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქსავიერ ბეტელმა გააკეთა. მისი თქმით, მან ღიად და პირდაპირ მიაწოდა პოზიცია ქართულ მხარეს:
„ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ. როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი, მათ უკუსვლა გადაწყვიტეს — ეს ძალიან რთულია. ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები — ყველა წლების განმავლობაში ამბობდა, რომ სურთ ევროპასთან დაახლოება. იმ დღეს კი, როცა უთხარით, მოდით, დავიწყოთ თაფლობის თვე, მათ გაყრის პროცესი დაიწყეს. საჭიროა გულახდილები ვიყოთ მათთან — თუ წავლენ არასწორი გზით, უფრო დაშორდებიან ევროპულ მომავალს. ეს იყო ის, რაც გასულ წელს მოხდა. ეს ჩემი პირადი აზრია", - განაცხადა ბეტელმა.
არანაკლებ მწვავე და კონკრეტული იყო მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი იან ბორგიც. ბორგი საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგის სურვილზე საუბრობს, თუმცა მკაფიოდ ასახელებს ვალდებულებებს, რომლებსაც თბილისი 2024 წლის დეკემბრიდან უნდა ასრულებდეს:
„ვიმყოფებოდი საქართველოში, შევხვდი ყველა ჩართულ პირს — პრემიერს, პრეზიდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, ველით ხელახალ ჩართულობას და კონსტრუქციულ დიალოგს. რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ გენერალურ მდივანს. საქართველომ აიღო ვალდებულება 2024 წლის დეკემბერში, მაგრამ ასევე ცხადია, რომ უნდა შეასრულონ. საქართველოს და ქართველ ხალხს მხარე უნდა დაუჭიროთ რეფორმების გატარებაში და უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის. ასე რომ, ველით მათთან მუშაობას — მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს ადვილი არ არის", - განაცხადა ბორგიმ.
ბოლოს სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს მიმართულება საგანგაშოდ იცვლება:
„18 თვის წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. 18 თვის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ მიმართულება კარგი არ არის. დეკემბერში ვიზიტისას შევეცადე კონკრეტულად საქართველოსთან მემუშავა. ჩვენ გვყავს გუნდი თბილისში, გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ გვინდა, რომ დიალოგი განვაახლოთ, რომ შევძლოთ ყველა პრობლემაზე ლაპარაკი — მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ არასწორი მიმართულებით მიდიან. ჩვენ გვინდა, რომ დაცული იყოს ღირებულებები, კანონის უზენაესობა, და სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ახლა არის შემაშფოთებელი სიტუაცია, და ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წავიდნენ სწორი მიმართულებით", - განაცხადა ბერსემ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს
სოცმედია • 1765212179
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765209480
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...
სოცმედია • 1765209294
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...
საზოგადოება • 1765208915
„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა! როგორია ელენეს...
სოცმედია • 1765208719
"კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...
პოლიტიკა • 1765208247












