„საქართველოს ტერიტორია გაყიდა? ქონება გაასხვისა, ან აჩუქა?“ - ინჯია ვერ ხვდება რა ჩაიდინა ფარცხალაძემ
პოლიტიკა • 1695132944 3556

ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? საქართველოს სახელმწიფო ქონება გაასხვისა, ან აჩუქა? ან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელმაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა, თუ მოიწონა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღება-არმირებაზე, პირადად მას, ან მისი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა - "ევროპელი სოციალისტი" ფრიდონ ინჯია "ვერ ხვდება" რა ჩაიდინა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში მხილებულმა ოთარ ფარცხალაძემ.
აშშ-ის მიერ, ეფესბეს აგენტად აღიარებული ფარცხალაძე ინჯიამ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან დაიცვა, ხოლო პრეზიდენტ ზურაბიშვილს "ორმაგი აგენტი, ვაი პრეზიდენტი" უწოდა:
"შეიძლება ვინმემ მითხრას, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას - რა ფეხები გაესავსავებინა? ისტერიკა აეტეხა, როგორც ეს გააკეთა ქვეყნის ორმაგმა აგენტმა, ვაი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მილიონები დამატებით მიაღებინა [პირდაპირი ფრენების აღდგენა]" ამბობს ინჯია.
ინჯიას თქმით, აშშ-მ ფარცხალაძე "ყოველგვარი არგუმენტაციის" გარეშე დაასანქცირა, ხოლო ის, ვინც "მართლა ტერიტორიები გაყიდა", სანქციებს არ უწესებს.
ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის უფლებები საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიცვას:
"საქართველოს მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, არავის არ აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ეხლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან?... მე ვფიქრობ, პროკურატურამ. დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება" ამბობს ინჯია.შეგახსენებთ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები - შესაბამისი განცხადება ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 18 სექტემბერს გაავრცელა.

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739

ჩვენ არასდროს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ერი. ხოლო რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ის...
პოლიტიკა • 1695894633