საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღი - 14 აგვისტოს 30 წელი სრულდება აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პოლიტიკა 1660429260    454

აფხაზეთი

14 აგვისტოს 30 წელი სრულდება აფხაზეთში რუსეთის იმპერიის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედებებიდან, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი ადამიანური ტრაგედია - 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, ათასობით რჩეულმა ვაჟკაცმა საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე, დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე, დაინვალიდდა ათასობით ადამიანი.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა.

 

1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტის ქრონოლოგია:

1992 წლის 14 აგვისტო:

აფხაზეთში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების უსაფრთხოების დაცვის მიზნით აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი გადაადგილდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

სეპარატისტულმა ბანდ–ფორმირებებმა ქართულ შენაერთებს ცეცხლი გაუხსნეს. პირველი შეტაკებები მოხდა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში;

სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები სოხუმის შემოგარენში დაბანაკდნენ;

ვ. არძინბას ერთპიროვნული  გადაწყვეტილების საფუძველზე სეპარატისტულმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მობილიზაცია გამოაცხადა და შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს სოხუმის სტრატეგიული პუნქტები;

ასე დაიწყო 1992-93 წწ. საომარი მოქმედებები აფხაზეთში.

1992წ. 15 აგვისტო:

სეპარატისტებმა არ მოაწერეს ხელი  შეთანხმებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც  ერთობლივი 200-200 კაციანი აფხაზურ-ქართული სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა სატრანსპორტო კომუნიკაციებს.

1992 წ. 18 აგვისტო:

ვ. არძინბას სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დატოვა სოხუმი;
ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში;
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელიც შექმნილ იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, იღებს გადაწყვეტილებას „ბოევიკები" გააგზავნოს აფხაზეთში.

1992 წ. 19 აგვისტო:

სეპარატისტები ტოვებენ გაგრას და იქ ქართული შენაერთები განლაგდნენ.

1992 წ. 3 სექტემბერი:

მოსკოვში რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების შესახებ.

1992 წ. 5-30 სექტემბერი:

ქართულმა მხარემ შეასრულა შეთანხმება და მის საფუძველზე გაგრის ზონიდან გაიყვანა შეიარაღებული შენაერთები;

1992 წ. ოქტომბერი:

სეპარატისტულმა შენაერთებმა დაარღვიეს შეთანხმება და მთიელ ხალხთა კონფედერაციის „ბოევიკებთან" ერთად, რომლებსაც სამხედრო ტექნიკითა და სამხედრო-საზღვაო ფლოტით მხარს უჭერდა რუსეთი, აღებულ იქნა გაგრა.

1992 წ.  ნოემბერი - 1993 წ.  მაისი:

რუსეთის სამხედრო რესურსების დახმარებით აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ გაგრისა და ქ. ტყვარჩელის ზონებს, გუდაუთის რაიონს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით, აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული „ბოევიკები" რეგულარულად ახორციელებენ მასირებულ შეტევებს აფხაზეთის დანარჩენ რაიონებზე.

1993 წ. 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც პირველად დაადანაშაულა რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკის ხელშეწყობაში. შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასდა როგორც აგრესია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას.

1993 წ. 27 ივლისი:

ქ. სოჭში რუსეთის შუამავლობით დაიდო შეთანხმება „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ".

1993 წ. 1-20 აგვისტო:

ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდ. გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.

1993 წ. 1-15 სექტემბერი:

აფხაზეთში და განსაკუთრებით სოხუმში მასიურად ბრუნდება დევნილი მოსახლეობა. იწყება სასწავლო წელი. ქალაქში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები;

1993 წ. 16 სექტემბერი:

სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასიური შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

1993 წ. 27 სექტემბერი:

რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრთილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ აღებულ იქნა ქ. სოხუმი.

1993 წ. 30 სექტემბერი:

რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით, სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.

1993 წ. 27 სექტემბერი - ოქტომბერი:

დაიწყო ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა;

აფხაზეთი თითქმის დაიცალა ქართული მოსახლეობისაგან, რის შედეგად 350 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული

გახდა დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა;

განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც დადასტურებულ იქნა ეუთოს 1994 წ. ბუდაპეშტის, 1996 წ, ლისაბონისა და 1999 წ. სტამბოლის სამიტების რეზოლუციებში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კუპრავა
"ჰო, 25 ათასამდე მაქვს ჯარიმა+ყადაღა და პატიმრობების რაოდენობას კალკულატორის გარეშე ვერ დავთვლი" - რას წერს ზვიად კუპრავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს. „ქონება შემოსავლები გავასაჯაროვოთო და საფიქრალში ვარ, არ ვიცი საიდან დავიწყო. 1 წელია ბაჩო თამლიანის მანქანით დავდივარ და ვცხოვრობ დე...

სოცმედია 1664308268

ასტროპროგნოზი
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ, რაც განვითარების კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. გამორიცხული არ არის სამოგზაუროდ წახვიდეთ და ახალ...

ეს საინტერესოა 1664307341

ოკუპაცია
ოკუპანტების მიერ, სოფელ ჯარიაშენიდან გატაცებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკ...

პოლიტიკა 1664307183

ნანა გეგეჭკორი
დუმილით გაცემული თანხმობისთვის დაიმსახურეს ჯოჯოხეთი... ორმაგი გრძნობით ვადევნებ თვალს ლარსის საბაჟოს... - ნანა გეგეჭკორის ემოციურ პოსტი

 აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „წლები გავიდა და მაინც არ გახუნდა კადრი, ტრაქტორის ძარაზე შემოსმული 95 წლის დიდი ბებიასი, პარკში სახელდახელოდ ჩა...

სოცმედია 1664306912

არჩილ გამზარდია
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ოკუპირებულია 100%-ით“ - რას წერს არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მალე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი, შესაძლოა რამდენიმე ხანში ცუდად შემოგვიტრიალდეს. „ცოტა უტრირებულად გამომდის, მაგრამ შ...

სოცმედია 1664306640

აქცია
პარლამენტთან საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საქართველოს და უკრაინის მთლიანობისა და თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას,...

პოლიტიკა 1664306166