საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ იყო საკმარისად სამართლიანი - ეუთო/ოდირის ანგარიში

პოლიტიკა 1629740760

სასამართლო

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საბოლოო მონიტორინგი უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ეხმაურება და ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, დანიშვნები არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა, პროცედურულად, ძირითადად, გამართულად ჩატარდა.

"გადაწყვეტილებამ, დანიშვნის პროცესის გაგრძელების შესახებ, მაშინ როდესაც მას აკლდა ინკლუზიურობა და ეწინააღმდეგებოდა უკვე მიღწეულ შეთანხმებას პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენა მისი სანდოობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი საკმაოდ დაბალია“, - აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ და დასძინა:

''მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების მეშვეობით.“

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დანიშვნის პროცესი, რომელსაც ODIHR-მა გასულ თვეში გაუწია მონიტორინგი, წარიმართა რთულ პოლიტიკურ გარემოში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე. პროცედურის საბოლოო ეტაპის შედეგად დაინიშნა ექვსი ახალი მოსამართლე.

"საგულისხმოა, რომ ეს დასკვნითი ეტაპი წარიმართა აპრილში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, რომლის თანახმად, წარდგენისა და დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ასევე, პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

იმავდროულად, დადებით შეფასებას იმსახურებს პარლამენტში კანდიდატების მოსმენების პროცესი. კანდიდატებს უსვამდნენ რთულ შეკითხვებს მთელ რიგ აქტუალურ თემებზე. ამასთანავე, მოსმენები კარგად იყო ორგანიზებული და წარიმართა მშვიდ გარემოში, უზრუნველყოფილი იყო პროცესის და წარდგენილი კანდიდატების საზოგადოებრივი შეფასების შესაძლებლობაც. ამის მიუხედავად, საბოლოო კენჭისყრა გაიმართა კანდიდატების დამსახურების შესახებ პლენარული მსჯელობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. ამას გარდა, კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი კვლავ სარგებლობს სრული დისკრეციული უფლებამოსილებით დასაბუთების გარეშე დანიშნოს ან უკუაგდოს ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას, ისევე, როგორც ODIHR-ის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

დასკვნის თანახმად, ასევე აღსანიშნავია, რომ დანიშნული ექვსივე მოსამართლე მამაკაცია, იმის მიუხედავად, რომ კანდიდატების 38 პროცენტი და ორი ცხრა წარდგენილი კანდიდატიდან იყო ქალი. აღნიშნული ხაზგასმით მეტყველებს იმ საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და მართლმსაჯულების სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად.

ODIHR-მა მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევის საფუძველზე. გუნდმა მონიტორინგი გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა კანდიდატთან ჩატარებულ გასაუბრებებს, ისევე, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს და ნომინირებული კანდიდატების საბოლოო კენჭისყრას პარლამენტში. ყველა მონიტორმა დაიცვა ODIHR-ის ფუნდამენტური პრინციპები მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის შესახებ და ამავდროულად უზრუნველყო მათი პროცესში ჩაურევლობა.

დღევანდელ ანგარიშამდე, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესთან დაკავშირებული შეფასებები გამოქვეყნებულია 2019 წლის სექტემბერში, 2020 წლის იანვარში, და 2021 წლის ივლისში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888