„საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარობა გაუარესდა“ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"

პოლიტიკა 1722496585

მედია

საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2024 წლის რეიტინგში, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადეს, საქართველოცაა, რომელიც 26 ადგილით დაქვეითდა.

RSF-ის შეფასებით, საქართველოს მმართველი პარტია განაგრძობს საზოგადოების პოლარიზებას, აწარმოებს მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას და სულ უფრო და უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ.

"მაჩვენებელმა განიცადა საერთო ვარდნა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც პრესის თავისუფლება არ არის გარანტირებული და მედია სულ უფრო ხშირად გამოიყენება დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებისთვის.

მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა საქართველომ (103-ე ადგილი), რომელიც 26 ადგილით დაქვეითდა. მისი მმართველი პარტია განაგრძობს საზოგადოების პოლარიზებას, აწარმოებს მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას და სულ უფრო და უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ.

რუსეთის სახელმწიფო (162-ე ადგილი) აგრძელებს თავის ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ, რის გამოც 1500-ზე მეტი ჟურნალისტი გაიქცა საზღვარგარეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რუსეთის 2024 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში ორი ადგილით აწევა, სხვა ქვეყნების დაცემის გამო, ფარავს მის უკუსვლას, რადგან გახანგრძლივდა იმ ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების სია, რომლებსაც „უცხოეთის აგენტები“ ან „არასასურველი“ უწოდეს და დააპატიმრეს. რეგიონში ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქვეყნის ორი კონკურენტია ბელორუსია (167-ე ადგილი), რომლის მთავრობა დევნის ჟურნალისტებს „ექსტრემიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, და თურქმენეთი (175-ე ადგილი), რომლის პრეზიდენტს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება და კრძალავს ამბების ყოველგვარ დამოუკიდებელ გაშუქებას.

ასევე დაეცა აზერბაიჯანის (164-ე ადგილი) ყველა მაჩვენებელი, განსაკუთრებით პოლიტიკური, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის დარბევის შემდეგ.

ინდექსის ერთ-ერთი სიურპრიზი არის უკრაინის 18 ადგილიანი ნახტომი (61-ე ადგილი) როგორც უსაფრთხოების ინდიკატორის გაუმჯობესების გამო (ნაკლები ჟურნალისტი დაიღუპა), ასევე პოლიტიკური კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეჭრის გამო კანონის უზენაესობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ განხორციელებულა, რამაც ხელი შეუშალა უკრაინის ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრესის თავისუფლების გარანტიაში, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებას ტერიტორიებზე პოლიტიკური ჩარევა შემცირდა.

დასავლეთში, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა მიიღო მედიის თავისუფლების პირველი კანონი - EMFA და ის ფაქტი, რომ სამი ევროპული ქვეყანა - ნორვეგია, დანია და შვედეთი - კვლავ ლიდერობენ ინდექსში, პოლიტიკოსები ცდილობენ შეამცირონ სივრცე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის. ამ საშიში ტენდენციის სათავეში არიან უნგრეთის პროკრემლისტი პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი კოლეგა სლოვაკეთში (29-ე ადგილი), რობერტ ფიცო. პრესის თავისუფლებას ევროკავშირის სამი ყველაზე ცუდი რეიტინგული ქვეყნის - უნგრეთის (67-ე ადგილი), მალტისა (73-ე ადგილი) და საბერძნეთის (88-ე ადგილი) მმართველი პარტიები პრობლემებს უქმნიან. ხუთი ადგილით დაეცა ჯორჯია მელონის იტალიაც (46-ე ადგილი).

პოლიტიკური ინტერესები ახშობს ჟურნალისტიკას რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან. ესენია ბოსნია-ჰერცეგოვინა (81-ე), სერბეთი (98-ე) და ალბანეთი (99-ე). თურქეთი (158-ე) აგრძელებს ჟურნალისტების დაპატიმრებას და მედიას ძირს უთხრის ონლაინ ცენზურისა და სასამართლო სისტემის კონტროლის გზით.

ჟურნალისტიკისთვის პოლიტიკური გარემო ათი ადგილით გაუმჯობესდა პოლონეთში (47-ე) და 12 ადგილით ბულგარეთში (59-ე) ახალი მთავრობების წყალობით, რომლებიც უფრო მეტად ზრუნავენ მედიის უფლებებზე.

გერმანია შეუერთდა ინდექსის ათეულში შემავალ ქვეყნებს და გააუმჯობესა თავისი პოლიტიკური მაჩვენებელი ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმების შემცირებით. საფრანგეთში (21-ე) და გაერთიანებულ სამეფოში (23-ე) პრესის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება ძირითადი პოლიტიკური დარღვევებით. თუმცა, სიფხიზლე მაინც საჭიროა, რაზეც მეტყველებს ფრანგი ჟურნალისტის, არიან ლავრილის დაპატიმრება შეიარაღებული ძალების სამინისტროს საჩივრის საპასუხოდ და ჯულიან ასანჟის პატიმრობის გაგრძელება გაერთიანებულ სამეფოში, სადაც დევნილ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ირანელებს, ასევე ემუქრებიან თავიანთი წარმოშობის ქვეყნიდან,  მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან კი ეფექტური დაცვა არ არსებობს.“- ნათქვამია ანგარიშში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი.jpg
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს

აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...

მსოფლიო 1762759316

ლენტიი
სპეცოპერაციების სერია საქართველოში - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 13 პირი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...

კრიმინალი 1762758491

შალვა პაპუშვილი
შალვა პაპუაშვილის "რჩევები" ბრიუსელს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...

პოლიტიკა 1762758288

აქცია
„საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება“ - The Economist

საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...

პოლიტიკა 1762755863

ხაინდრავა
„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?“ - გოგა ხაინდრავა

"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...

პოლიტიკა 1762753789

მეუფე შიო
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მიტროპოლიტი შიო

 "ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...

საზოგადოება 1762749519