„საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობას ვერ ვხედავთ“ - რუსეთის საგარეო

პოლიტიკა 1764759061

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ მოსკოვი ამ ეტაპზე ვერ ხედავს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს.

ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს მოთხოვნა, რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე "თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალისტურია."

„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი კვლავ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკავებულ პოზიციას ინარჩუნებს, რაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. ეს თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალისტური მოთხოვნაა. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები შეუქცევადია“, — განუცხადეს გამოცემას რუსეთის საგარეოში.

ამასთან ერთად, უწყებაში "იზვესტიას" უთხრეს, რომ რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციის ნაბიჯების გადასადგმენლად იმდენად, რამდენადაც ამისთვის თავად თბილისი იქნება მზად.

„ბურთი ქართულ მხარესაა, რომელიც, როგორც მიგვაჩნია, ამით ყველაზე მეტად თავად უნდა იყოს დაინტერესებული“, — თქვეს სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624

კახა კალაძე1
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ინვესტიციებით, გადასახადებით და ყველა სხვა კომპონენტით საინტერესო ქვეყანაა“ - კახა კალაძე თბილისში Trump Tower-ის  პროექტზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების შედეგია ის, რომ ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება. კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან  Trump Tower Tbilisi -...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776686272

მაჭარაშვილი
„მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი“ - გურამ მაჭარაშვილი

"მრევლის პოზიცია ყველამ კარგად იცის პატრიარქთან დაკავშირებით, ეს გამოჩნდა 17-21 მარტს და მე მგონი მეუფეებმა პატრიარქის ანდერძს რომ გადახედონ, იქნება ძალიან კარგი. ვაღიარებთ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეუ...

პოლიტიკა 1776686148

გზაა
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

„თბილისის განვითარების ფონდმა“, მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.   პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის...

საზოგადოება 1776685806