„საქართველოსთვის გადამწყვეტია, დაადასტუროს EU-ში გაწევრიანებისადმი ერთგულება“ - ოლივერ ვარჰეი
პოლიტიკა • 1725893431

საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უნგრელმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
ვარჰეის თქმით, “ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში“.
გასული თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და ვამაყობ კომისიის წარმატებებით გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. პარალელურად, ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაფართოების პოლიტიკა დარჩეს სანდო, პროგნოზირებადი, დინამიკური. ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.ოლივერ ვარჰეის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...
მსოფლიო • 1750270872

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...
პოლიტიკა • 1750268436

ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა. "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...
მსოფლიო • 1750268339

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...
მსოფლიო • 1750265758

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინას...
პოლიტიკა • 1750265543

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...
მსოფლიო • 1750264084