„საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას“ - დავით თარხან-მოურავი

პოლიტიკა 1781186174

დავით-თარხან-მოურავი

"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომეხი ბიზნესმენების 90%-ის ბიზნესი რუსეთს უკავშირდება. დღეში 5, 6, 7 რეისია ყოველდღე თვითმფრინავის მარტო ერევანი-მოსკოვი, აი რომ დააკვირდეთ როგორი ინტენსივობაა.[სომხები] მთლიანად რუსეთზე არიან [დამოკიდებული] თავისი ბიზნესითაც და ყველაფრით. და აი ამ პირობებში ბუნებრივია, რომ პრორუსული განწყობები აბსოლუტური უმრავლესობაა სომხეთში და ამ დროს ეს განწყობები მარცხდება და პროამერიკული ფაშინიანი იმარჯვებს, ვითომ იმარჯვებს. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ ამერიკა ართმევს რუსეთს სომხეთს, აი ამაზე. იმაზე, რომ რუსეთი ამერიკამ და დასავლეთმა ყველა მხრიდან შეავიწროვა. გინდა ირანი, სადაც გავლენა აქვს დიდი რუსეთს, ირანი დამარცხებულია... გინდა სომხეთი, რომელსაც ახლა ართმევს.ამიტომ ვამბობ, საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას. დაამარცხა ვენესუელაში, ლიბიაში, სირიაში, ირანში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში და გამოჩნდა კვლავ, რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. ეკონომიკის ერთი მესამედი მსოფლიოსი ამერიკაა, ამერიკას და ევროპას ეკონომიკის 56% მაინც ეკუთვნის მთელი მსოფლიოსი და ამერიკას მარტო ძალუძს აი, ამდენი რამ გააკეთოს.ეს უნდა დავინახოთ ჩვენ და რატომაა მნიშვნელოვანი ეს ანალიზი: რომ გონივრულობა უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან, ევროპასთან, თურქეთთან, ირანთან თუ ჩინეთთან, უნდა ავაგოთ ამის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არ დავმარცხდეთ. რომ ჩვენი ინტერესი დავიცვათ ყველგან. ამიტომ, აი ასეთი ლანძღვა-გინება, ჭიდაობა და ფურთხება ამერიკის, არაფერს არ იძლევა, ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს ჩვენ. ეს უნდა გავაანალიზოთ" | ამბობს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი დავით თარხან-მოურავი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697

ზოდიაქო
17 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...

ეს საინტერესოა 1784234560