„სასამართლოზე ჩვენების მიცემისას, ივანიშვილი დამემუქრა“ - ბაჩიაშვილი
პოლიტიკა • 1738745776
რა ჩვენება მისცა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს - პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ოლიგაქრს არცერთ კითხვაზე არ გაუცია პასუხი, რაც დოკუმენტს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შეეხებოდა.
ნაცვლად ამისა, სასამართლო სხდოამზე გაჟღერდა მუქარა - თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილიი მას დაემუქრა, რომ "სხვა კონტრაქტულ და სამოქალაქო სამართლის ურთიერთობაზე მოსალოდნელია პასუხისგებაში იყოს მიცემული".
მთავარი მოწმე არცერთ დეტალს არ იხსენებდა, შესაბამისად, არცერთ კითხვაზე, რაც შეეხებოდა დოკუმენტს, რაც შეეხებოდა დეტალურად ფაქტობრივ გარემოებას, ის არიდებდა პასუხს თავს. მან თქვა ზოგადად, რომ მე ვიყავი ინვესტორი და აბა ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო. თუმცა, ამავდროულად მან აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში მას გაუკეთებია, რამოდენიმე ასეული ათასი დოლარის გაცემა, მათ შორის გარანტია კონკრეტულ პირზე, რომელიც არ იყო მისი ნათესავი. ანუ, მას უნდოდა ამ ყველაფრის წარმოჩენა იმგვარად, თითქოს ბაჩიაშვილისთვის კრედიტის მიცემა, იქნებდოა ყველანაირ აზრსმოკლებული და გამორიცხული იქნებოდა, მე ასეთი რამ გამეკეთებია ბაჩიაშვილისთვისო.
გაჟღერდა მუქარის შემცველიი რამოდენიმე წინადადება, მათ შორის ჩვენს სხვა კონტრაქტულ და სამოქალაქო სამართლის ურთიერთობაზე. ეს ფონდის სხვა სტრუქტურულ ნაწილებს შეეხება და პირდაპირ დამუმუქრა, რომ მანდაც გარკვეულ პასუხისგებაში მოსალოდნელია ჩემი მიცემა. ამისი მე არ მეშინია, იმიტომ, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც სამოქალაქო საკითი იხილება სისხლის სამართლის კუთხით, ივანიშვილის დავალებით. მუქარა შეეხებოდა - თითქოსდა თანაინვესტირების ფონდი იყო შედგენილი იმგვარად, რომ ჩემი როლი, როგორც მმართველის იყო გადამეტებული და ამასთან ჰქონდა პრეტენზია.
ასევე, ივანიშვილმა თვითონვე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, არ არსებობს მისი ხელმოწერილი ან მისი დავალებით ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც რამენაირად დაადასტურებს მის ინვესტიციას, გარდა იმ მოკლე 45 დღიანი სესხის გარანტირების ხელშეკრულებისა.
მისი სიტყვა, რომ ის არის ინვესტორი, უნდა იყოს საკმარისი, რომ სასამართლომ სრულად გაითვალისწონოს მისი პოზიცია", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ივანიშვილი საქმეზე დასმულ არცერთ კითვას არ პასუხობდა.
"როდესაც ვუსვამდით კითხვას, უმეტეს ნაწილზე, ბატონ ივანიშილს ჰქონდა პასუხი, რომ ეს დეტალები მას არ ახსოვსა",- ამბობს ლევან მახარაშვილი.
საქმის პროკურორი კი ირწმუნება, რომ ივანიშვილს არცერთი კითვისთვის თავი არ აურიდებია.
რაც შეეხება ოლიგარქის ადვოკატს, მისი თქმით, ინვესტორი აღნიშნულ საქმეში თავად ბიძინა ივანიშვილია. თეიმურაზ წიქვაძე ამტკიცებს, რომ დღევანდელი გამოკითვის შემდეგ, კვლავ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩვენება დახურულ სხდომაზე დისტანციურად, წინასწარ დამონტაჟებული მონიტორიდან მისცა.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












