საცობების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა კერძო ავტომობილების მატებაა - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1663870314 1010

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გზებზე საცობების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა კერძო ავტომობილების მატებაა.
„ქალაქში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. რაც კეთდება, ეს არის საშვილიშვილო საქმე, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებით. ორი უდიდესი და მნიშვნელოვანი გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მესმის, რომ ამ ყველაფერს ახლავს დისკომფორტი, მაგრამ როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, პირადად მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიყავი მზად, ვიცოდი, რომ ამას გარკვეული პრობლემები მოყვებოდა, გარკვეული დისკომფორტი ექნებოდა, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ცოტა ყველამ უნდა გავიჭირვოთ, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება ყველა იამაყებს განხორციელებული პროექტებით, რომელიც მელიქიშვილის გამზირის და ქეთევან წამებულის გამზირის სახით ექნება ქალაქს. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ამით არ ვჩერდები, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, თუმცა უნდა აღინიშნოს საცობების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა ეს არის კერძო ავტომობილების მატება, რაც არის ძალიან დიდი რიცხვი. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. პირველი ეტაპი ჩვენ დავასრულეთ და მთლიანად იქნა ჩანაცვლებული პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საამაყო, რომ ევროპაშიც კი ასეთი განახლებული პარკი არ ჰყავთ როგორც დედაქალაქს და მეორე ეს არის, ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული.
ყველაფერი მიმდინარეობს გრაფიკით არანაირი დარღვევა კომპანიებს არ ჰქონიათ. რაიმე დარღვევა, რომ იყოს პირველი მე გამოვიდოდი და ვიტყოდი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვაქვს ქალაქთან ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას - ფასადური მშენებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ძირეულად მოხდეს ყველაფრის შეცვლა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, რომელიც რთული სამუშაოა და შეიძლება თვალით ამას ნებისმიერი ადამიანი ვერ ხედავდეს თუ რა მასშტაბებზეა საუბარი, მაგრამ იმ კონკრეტულ გამზირებზე საზოგადოება სადაც ცხოვრებს, ძალიან კარგად იციან თუ რა სამუშაოები ჩატარდა. ამ სამუშაოების ჩატარება იყო გარდაუვალი და მნიშვნელოვანი. მესმის, რომ სატრანსპორტო თვალსაზრისით ორივე გამზირი დატვირთული და უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, მაგრამ როგორც ვთქვი, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი გამზირის რეაბილიტაცია მოვახდინოთ, პირიქით, უნდა გავიჭირვოთ და რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალ მომავალმა თაობებმა უპრობლემოდ შეძლონ ქალაქში გადაადგილება, ერთი ადგილიდან მეორეზე.
გვაქვს 20 პრობლემური ლოკაცია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის წარმოადგენს პრობლემას, ამ ადგილებში საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევები, მაგრამ ესეც უნდა განხორციელდეს თანმიმდევრულად და ეტაპობრივად, უცებ შეუძლებელია ყველაფრის მოგვარება“, - განაცხადა კალაძემ.

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (...
საზოგადოება • 1695903840

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695897141

ეს ნამცეცა გოგო ლიკა მოსაშვილია თელავის რაიონიდან ოპერაციისთვის ემზადება. 2700 ლარი სჭირდება სასწრაფოდ. დაბადებიდან დღემდე უამრავი ტკივილი გადაიტანა. გაკეთებული აქვს გულის სარქველის ოპერაცია, პერიოდულ...
საზოგადოება • 1695895320

ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს. ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "ა...
საზოგადოება • 1695895231

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინი...
პოლიტიკა • 1695894881

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოცქსელში წერს: "ეს არის ტყუილი და ნარატივი"(ქოცი დეპუტატი ბექა დავითულიანი).ამ ღლეს "ნარატივი" ცუდი სიტყვა ჰგონია“
სოცმედია • 1695894739