„შავ პარასკევს“ ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა - გესაუბრებით საბჭოთა სოციალისტური ბათუმიდან - მირდატ ქამადაძე

პოლიტიკა 1637939307    34

მირდატ ქამადაძე

 "ნაციონალური მოძრაობიდან" ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ ისაუბრა ბათუმის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებზე.

„შავ პარასკევს“ ყველაზე იაფად ბათუმის საკრებულო იყიდებოდა" - თქვა ქამადაძემ და აღნიშნა, რომ  ბათუმის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის მიღებით ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა.

„ადამიანების 60%-ზე მეტს, რომელიც წავიდა არჩევნებზე და ხმა ცვლილებებს მისცა, ხელისუფლება ეუბნება, არჩევნებზე რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, საერთოდ არ მაინტერესებს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხს სხვანაირად უყურებსო. ბიძინა ივანიშვილს არჩევნები სულ არ აინტერესებს, ეს არის ფორმალობაო. როგორც ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსში ხდებოდა, როგორც იანუკოვიჩის დროს უკრაინაში ხდებოდა, რასაც პუტინის რუსეთი აკეთებს - დიახ, ამ სამი ადამიანის მმართველობის წესებს ვერ გასცდა „ქართული ოცნება“,-განაცხადა ქამადაძემ.

მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოკლეს თვითმმართველობის ინსტიტუტი და გააუქმეს არჩევნები.

„მე ახლა გესაუბრებით საბჭოთა სოციალისტური ბათუმიდან. 100 წლის წინ თუ ბათუმი ერთ-ერთი უკანასკნელი ქალაქი იყო, სადაც საბჭოთა ოკუპაციის ჯარები შემოვიდნენ და ამ ქალაქის ოკუპაცია მოხდა, დღეს, 100 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბათუმი პირველი ქალაქია,საიდანაც ამ ქვეყნის გასაბჭოება იწყება. რაც გააკეთა დღეს 14-მა დეპუტატმა, ვინც ამ სამარცხვინო ქმედებას ხელი აუწია, ეს ნიშნავს, რომ მათ ამ ქვეყანაში დიქტატურა გამოაცხადეს. ამ ქვეყანაში მოკლეს თვითმმართველობის ინსტიტუტი და გააუქმეს არჩევნები. 2 ოქტომბერს ბათუმელებმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მათ თქვეს, რომ 2022 წლიდან ამ ქალაქს სულ სხვა შემადგენლობის საკრებულო უნდა მართავდეს. თუ ბათუმის საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ დაამტკიცებდა წარმოდგენილ ბიუჯეტს, მაშინ ამ შემთხვევაში ქალაქში ინიშნებოდა საკრებულოს და მერის ახალი არჩევნები“, - განაცხადა ქამადაძემ.

მისი განმარტებით, ბათუმის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი ამ ფორმით არ უნდა მიღებულიყო, რადგან ეს ბათუმელების შეურაცხყოფა იყო.

„ძველი საკრებულოდან უთავმოყვარეო „ქართული ოცნების“ წევრებს რა აკეთებინეს დღეს, მთელი პოლიტიკური ნეხვი აჰკიდეს და გაატანინეს, მთელი ცხოვრება ასე უნდა დატოვონ პოლიტიკაში ეს ადამიანები, თუ ვინმე დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ პოლიტიკაში დარჩება...დღეიდან ამ ქვეყანაში დიქტატურაში შევაბიჯეთ, დიქტატურა დამყარდა. თოფიანი კაცები ადამიანებს, რომ ვადაგასული საკრებულოს ბიუჯეტს მიაღებინებს, კი, დიქტატურა ეს არის და დიქტატურაში წინასწარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია“,- განაცხადა ქამადაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი სანაია
"თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - რას ყვება გიორგი სანაიას საქმის ოქროს მოწმე მკვლელობის დაგეგმვაზე

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში გიორგი სანაიას მკვლელობის ოქროს მოწმე, კოტე ციხისთავი , რუსთავი 2-ის ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვის დღემდე უცნობ დეტალებ...

სამართალი 1643398019

გიორგი ფხაკაძე
"ავშენდით, ახალი წამალი თურმე..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე, ეხმაურება თინა თოფურიას განცხადებას ,რომლის მიხედვითაც "საეკლესიო ზარების ვიბრაციებს შესწევთ უნარი, კოვიდისგან გაწმინდონ მთელი სივრცე" , და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

საზოგადოება 1643395472

რუსეთი
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით - რუსეთი

რუსეთმა საქართველოს ოპოზიციის მიერ გამართული უკრაინის მხარდასაჭერი აქციის გამო ნოტა გამოუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ შეშფ...

პოლიტიკა 1643391205

ზურაბიშვილი
"გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე" - პრეზიდენტმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებსა და საზოგადოებას თხოვნით მიმართა. პრეზიდენტის თხოვნაა, მედიამ და საზოგადოებამაც გამოაცხადონ ერთგვარი მორატორიუმი სიძულვილი...

პოლიტიკა 1643390244

ზურაბიშვილი სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის.  "ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპ...

პოლიტიკა 1643387201

ზურაბიშვილი ივანიშვილი
ივანიშვილს საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში შეხვედრისას აცხადებს, რომ მას სურდა "ეროვნული თანხმობის" პროცესი ბიძინა ივანიშვილისთვისაც აეხსნა, თუ...

პოლიტიკა 1643386686