„შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით“ - კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

პოლიტიკა 1760588530

კობახიძე ირაკლი

მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე, პარტიების ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა "ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სარჩელი შეეხება პარტიებს, რომლებიც შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ "სისხლიან რეჟიმს და მათ, ვინც ამ სისხლიან ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე".

„სიას დავაკონკრეტებთ მოგვიანებით. მით უმეტეს, რომ ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სარჩელზე. ზუსტი სია გახდება ცნობილი რამდენიმე დღეში, როდესაც სარჩელი შევა უკვე ოფიციალურად საკონსტიტუციო სასამართლოში. პრინციპი არის შემდეგი - პირველი, როდესაც პარტია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, რა თქმა უნდა, მათ შეეხება შესაბამისი სარჩელი. მარტივად რომ ვთქვათ, პირდაპირ, ვინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან დღეს კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები, ეს არის „ნაცმოძრაობა“, იგივე „ახალი“, არის რამდენიმე სხვა მცირე პარტია. მეორე კრიტერიუმი არის რა, რომ ვინც ამ სისხლიან პარტიასთან, ძალასთან ერთად ჩართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში წლების მანძილზე განგრძობითად, რა თქმა უნდა, მათაც შეეხება ეს სარჩელი. ზუსტი სია ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში, შეიძლება იყოს 10-მდე პარტია, ვნახოთ, მცირე პარტიების ჩათვლით“, - განაცხადა კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494

ლენტიი
სროლა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...

შემთხვევა 1781236944

პოლიცია ლენტი
13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

შემთხვევა 1781236840

დავით-თარხან-მოურავი
„საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას“ - დავით თარხან-მოურავი

"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომ...

პოლიტიკა 1781186174