„შეიძლება შეივსოს ეს სია“ - კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელზე
პოლიტიკა • 1773054177
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი."
კობახიძის განმარტებით, ალბათ, მოუწევთ პარტიების აკრძალვის სარჩელის კორექტირება და არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სიას პარტიებიც დაემატოს.
"ერთადერთი, რასაც გამოიწვევს ეს ჩვენთვის არის ის, რომ მოგვიწევს, ალბათ, იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული.
(...) შესაძლოა, მათ შორის, დაემატოს, გამომდინარე იქედან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან, შეიძლება შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს საკონსტიტუციო სარჩელში, ამაზე ბუნებრივია, ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას." - განაცხადა მან.
ცნობისთვის, 2 მარტს, 9 ოპოზიციური პარტია გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა - ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, ევროპული საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, სტრატეგია აღმაშენებელი და ფედერალისტები.
ასევე შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.
ეს პარტიებია - ნაციონალური მოძრაობა, ახალი და ლელო.
10 ნოემბრის ენერგიები ხასიათდება კომუნიკაბელურობით, ახალი ინფორმაციის აქტიური მიღებისა და საქმიანი კავშირების გაღრმავების სურვილით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს დიალოგის, მოლაპარაკებებისა და იდეების თავი...
ეს საინტერესოა • 1794259717
1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული მოძრაობის წევრი ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა."დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძ...
საზოგადოება • 1794255504
რუსეთის 27 რეგიონში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა (აივ) გენერალიზებული ეპიდემიის ფაზას მიაღწია — ინფექცია ვრცელდება არა მხოლოდ ტრადიციულ რისკ-ჯგუფებში, არამედ მთელ მოსახლეობაში. „როსპოტრებნადზორის“...
მსოფლიო • 1794243762
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დახურვას ეხმაურება.როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, 2 ნოემბერს სასამართლოში მისი საქმი...
პოლიტიკა • 1794242544
2026 წლის მესამე კვარტალში სერბეთში, საქართველოში და სომხეთში — რუსეთის მოქალაქეთა გასვლის მაჩვენებელმა ბოლო 17 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მონაცემები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ს...
პოლიტიკა • 1794240904
გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება...
საზოგადოება • 1794237537










