შერჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმების სრული იგნორირებით მიმდინარეობს - ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე

პოლიტიკა 1642165459

გიორგი სიორიძე

„ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სრულად დისკრედიტირებულია - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ლელოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ 2021 წლის საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი შარშან ყველაზე უარესი სცენარით წარიმართა: არანაირი მცდელობა  „ქართული ოცნების" მხრიდან მიღწეულიყო კონსენსუსი ოპოზიციურ პარტიებთან, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების სრული იგნორირება, მმართველი პარტიის სასურველი კანდიდატების მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერა და მათი თანამდებობაზე გამწესება ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციით, 6 თვის ვადით. ყველა სხვა სიახლე, როგორებიცაა საკონკურსო კომისიის ახლებური დაკომპლექტება, გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში გადაცემა და კენჭისყრის პროცედურებს შორის ინტერვალები, ფასადური ხასიათის აღმოჩნდა. რაც შეეხება ახლა მიმდინარე პროცესს, ის უკანგადადგმული ნაბიჯია შარშანდელ კონკურსთან შედარებითაც კი, რადგან ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, რომლითაც კანდიდატების კენჭისყრის პროცედურებს შორის ოთხკვირიანი შუალედები გააუქმა. ამით მმართველმა ძალამ აღარ დატოვა სივრცე პოლიტიკური კონსულტაციებისთვის. ეს ნაბიჯი იყო მორიგი დეკლარირება „ქართული ოცნების" მხრიდან, რომ მათთვის სასურველი კანდიდატების გაყვანას ფორმალური ბარიერებიც კი არ უნდა გადაეღობოს წინ. ამასთან, განსხვავებით გასული წლისგან, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევ საკონკურსო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს ისეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა „სამართლიანი არჩევნები", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „საერთაშორისო გამჭვირვალობა" და IDFI. შესაბამისად, მიმდინარე შესარჩევი პროცესი მესამე სექტორის მხრიდანაც პრაქტიკულად დისკრედიტირებულია, ვინაიდან ის იმედი, რომელიც შარშან არსებობდა, რომ რეალური ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია, აღარ არსებობს" - განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი ოქრუაშვილი
„ყველამ ას-ასი თუმანი ავუგროვოთ იმ პირობით, თუ გაა@ვავს, სადმე ტამბოვში ან კრასნაირსკში და თავს დაგვანებებს“ - ოქრუაშვილი ივანიშვილზე

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არაფორმალური სანქციებით ოფშორებში 3 მილიარდამდე აქვს გაყინული ბიძინას. შემოვდივარ წინადადებით, ყველა ქართველმა ას ასი თუმანი ავუგრო...

სოცმედია 1713543829

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“ივანიშვილი ტანით უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:  “როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები გაგებით მოეკიდებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.ვერ...

სოცმედია 1713542193

სპეცრაზმი მოწამვლა
„საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენება“ - ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ  „ქართული ოცნება“ უკანონოდ იყენებს სამართალდამცველებს...

პოლიტიკა 1713541383

მიშელი
„რუსული კანონი საქართველოს EU-ში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს“ - მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან აშორებს. ამის შესახებ მან Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. "მინდა ვთქვა გარკვევით:...

პოლიტიკა 1713539818

ქაცარავა
„დვანში, ბოლო 3 კვირაში საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა“ - დავით ქაცარავა

 ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა: "ვბრუნდებით სოფელ დვანი...

პოლიტიკა 1713539382

გვარამია ივანიშვილი
“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – ნიკა გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს: ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი...

პოლიტიკა 1713539165