"შეშფოთებულები ვართ ოპოზიციის ლიდერების მიმართ გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენებით" - ახალი გაფრთხილება "ოცნებას" ბრიტანეთიდან

პოლიტიკა 1752913280

ივანიშვილი ბრიტანეთი

ახალი გაფრთხილება დიდი ბრიტანეთიდან - ივანიშვილის პარტიას გაერთიანებული სამეფოდან მოუწოდებენ, შეწყვიტონ "პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკოსების დაპატიმრება".

 

ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს საქართველოს შესახებ კითხვით, სტივენ გეტინსმა მიმართა.

ინგლისელ პოლიტიკოსს აინტერესებდა, რა გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე "ქართული ოცნების" პოლიტიკა და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება.

 

პასუხად, სტივენ დაუთი წერს, რომ ლონდონი უწყვეტ კავშირზეა პარტნიორებთან, სწორედ მისი კომუნიკაციის შემდეგ გამოქვეყნდა 17 ქვეყნის სახელით ერთობლივი განცხადება, რომლითაც "ოცნებას" მოუწოდეს გააუქმონ ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები და გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ნორმებისა და ევროპული ღირებულებების დაბრუნებას ქვეყანაში" - წერს სტივენ დაუითი.

მე ღრმად შეშფოთებული ვარ ქართველი ოპოზიციის ლიდერების მიმართ ბოლო პერიოდში გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენებით.
23 ივნისს მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება ოპოზიციური ხმის გასაჩუმებლად და უზრუნველყოს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა, რათა ოფიციალურად  დაეფიქსირებინა შეშფოთება „ქართული ოცნების“ მიუღებელი ქმედებების გამო. 1 ივლისს რამდენიმე ევროპელ პარტნიორს ვესაუბრე, რათა გაგვეზიარებინა და განგვეხილა ჩვენი საერთო შეშფოთება, ხოლო 11 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელიც მკაცრად გმობს ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედებები უარყოფითად აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ რჩება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერად და მზად არის ხელი შეუწყოს დემოკრატიულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნებას",- აცხადებს დაუთი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპი პუტინი
„პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას” - ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანზე

“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...

მსოფლიო 1768967629

ტრამპი
"თუ მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" - ტრამპი მაკრონზე

"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...

მსოფლიო 1768967470

ტრამპი
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" - ტრამპი

 "ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე

მსოფლიო 1768967082

ცისკარიშვილი
„ნაძირალა, ჭორიკანა ხიდაშელის ქალმა საიდან მოიტანა ეს ამბავი” – პეტრე ცისკარიშვილი

ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...

სოცმედია 1768966842

ტრამპი ხოფერია
„ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ“ - ხათუნა ხოფერია ტრამპს

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:,,2016 წელს შევარქვი ტრამპს- ჩემი ჟღალი მიმინო! ჰოდა, ზედ დააკვდა! მიმინო არის მტაცებელი ფრინველი!ქორისებრთა ოჯახიდან. ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ!”

სოცმედია 1768966298

მუხრანი
ვიდეო: გზის რეაბილიტაცია „ქოცურად“ სოფელ მუხრანში

მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის    

სოცმედია 1768934349