შინჯიკაშვილმა მეუფე ჯამდელიანს სასამართლოში უჩივლა
პოლიტიკა • 1765808937
გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ოცნების ქვემო ქართლის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი შინჯიკაშვილი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ჯამდელიანის წინააღმდეგ პირველი სასამართლო სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 12 დეკემბერს გაიმართა. სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა გიორგი შინჯიკაშვილი. „შინჯიკაშვილმა შეიტანა საჩივარი ჩემ წინააღმდეგ, რომ თითქოს მისი ღირსება და პატივი შეილახა. საეკლესიო, კანონიკურ სასამართლოს არ მინდოდა გავცდენოდით და გამოდის, რომ იძულებულს მხდის მხარე, მიჩივის სასამართლოში, რომ ჩვენ სასამართლოს წარვუდგინოთ მტკიცებულებები და აქეთ დავიცვათ თავი. მტკიცებულებები არსებობს იმდენი, რამაც გამოუტანა მას განჩინება“ | განაცხადა გიორგი ჯამდელიანმა “ფორმულასთან”. ეპისკოპოსმა 8 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენელი” მის მოწამვლას გეგმავდა.საეპისკოპოსო სასამართლომ მონოზონ თელა კუბლაშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო. მეუფე გიორგის განმარტებით, მონაზონმა მას გაუმხილა, რომ შინჯიკაშვილი დედაო თეკლას მეუფის მოწამვლას აიძულებდა. მოგვიანებით დედაო თეკლამ საკუთარი ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ გიორგი შინჯიკაშვილს მისთვის არაფერი დაუვალებია და მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარაში დაადანაშაულა. სინოდალურმა კომისიამ 19 ივნისს შეაჩერა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შინჯიკაშვილს 20 წლით ზიარების უფლება აეკრძალა.
"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმ...
პოლიტიკა • 1768304955
"ქართული ოცნების" მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი, ეკატერინე ტიკარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით "პირველების" შეკითხვას პასუხობს. ჯანდაცვის ყოფილი მინის...
პოლიტიკა • 1768302869
ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაშ...
პოლიტიკა • 1768301481
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა. გიგუაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი ახლა ციხეში შესახლებ...
პოლიტიკა • 1768299741
"ხამენეი 12 დღის განმავლობაში მიწისქვეშა ბუნკერში იმალება. ხელმძღვანელობის წევრები "ქვეყნიდან გაქცევისთვის ემზადებიან" - ამის შესახებ ირანის შაჰის დინასტიის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევმა განაცხადა. მისი...
მსოფლიო • 1768299082
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ირანში მიმდინარე მოვლენებზე მკვეთრი შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოქმედი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ინდოეთში ვიზიტისას ისაუბრა. „თუ...
მსოფლიო • 1768298986












