"სიმცირის მიუხედავად, გზას ხელოვნურად კეტავენ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - შსს აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

პოლიტიკა 1713950251

აქცია ახალგაზრდები

შსს ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობების მონაწილეთა რიცხვი შემცირდა და გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს, თორემ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მათივე განცხადებით, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას.

ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.

გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება." - აცხადებს შსს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჰაკერი
საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - მედია

საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს და წერს, რომ გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Privede...

პოლიტიკა 1737809522

რესა ამაღლობელი
"ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან...მზია ამაღლობელი, დღეს, ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს" - მარია რესა

 "ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან... მზია ამაღლობელი დღეს ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს," - ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ვატიკანი...

პოლიტიკა 1737809122

ზურაბიშვილი-ყაველაშვილ
„ყაველაშვილისგან განსხვავებით, მე ხალხმა ამირჩია - ჩემი მანდატი გრძელდება“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისც...

პოლიტიკა 1737788607

საქბანკი
ამერიკის სავაჭრო პალატის და MAC Georgia-ს პროგრამის ფარგლებში 61 სტიპენდიატი გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737788031

დუმბაძე
„უცნობ ამბავს მოვყვები... ტანზე გახადეს... ვერტიკალურად ქვიშაში ჩამარხეს“ - მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თი...

სოცმედია 1737786470

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს

25 იანვარს, შაბათს საქართველოში დღეს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან მცირე...

საზოგადოება 1737786055