სკანდალური ვიდეო: "ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას გვთავაზობდა" - გიორგი ჩიკვაიძე
პოლიტიკა • 1726199640

ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.
ჩიკვაიძის, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.
ბიზნესმენი ასახელებს კონკრეტულ გვარს, მისი მტკიცებით, შუამავალი "ივანიშვილის ძმის ხელის ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე იყო".
2022 წელს დაგვავალეს ანტისახელმწიფოებრივი დავალება, რომელზეც ვთქვით უარი, ამ უარის თქმიდან მალევე ჩვენ არეალში ჩნდება, ივანშვილის ძმის ხელის ბიზნესმენი, ვინმე ელგუჯა თურმანიძე, რომელიც ჩვენ მიმართ გადამეტებული ყურადღებით გამოირჩეოდა, ჩვენ თავიდან ვერ მივხვდით, საქმე რაში იყო, ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა, რომ გამხდარიყო ჩვენი მეგოაბრი, უამრავ რამეებს დაგვპირდა. მან გააფორმა ჩვენს კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულება, მალევე ამ პიროვნებისგან, 1 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიდიოდა ნარკოტიკების შეთავაზება, გვთხოვდა, რომ გაგვესინჯა ნარკოტიკული ნივთიერება - კოკაინი და ეს ჩვენ შორის ურთიერთობას გააღმრავებდა. გვეუბნებოდა - თქვენ ამაზე პრობლემა არ შეგექმენებათ, არც თბილისში მოგაკლდებათ წამალი, მე ალექსანდრე ივანიშვილის კაცი ვარ და ამ ქვეყანაში პრობლემა არ გვექნებაო.
ყვებოდა, მისი გავლით როგორ აკეთებდა სხვადასხვა საქმეებს. ჩემგან მიიღო მკაცრი რეაქცია, თემა შეიცვალა და დაიწყო ფულის გათეთრების გზების შემოთავაზება- თქვენ ამხელა კომპანია ხართ და ვინ მუშაობს თეთრად, მე იმხელა საქმეები მაქვს და ისე ვყიდიო. აქ მივხვდით, რომ რაღაც ტრიალებდა- გადავწყვიეტთ მასთან გაგვეწყვიტა ყველანაირი კონტაქტი და მათ შორის ჩვენ შორის არსებული კონტრაქტი და თანხის გადახდის გრაფიკი შევთავაზეთ“, - თქვა ჩიკვაიძემ.
ბიზნესმენის მტკიცებით, ელგუჯა თურმანიძესთან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ, მის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეში აჭარის საოლქო პროკურატურის ელიტური ნაწილი ჩაერთო და ჩიკვაიძეს უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა.
ალექსანდრე ჩიკვაიძე "რეაქციას" ეუბნება, რომ ამის შემდეგ მათ, საქმის კურსში იმჟამინდელი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ჩააყენეს, კომუნიკაციიდან 2 დღეში კი საქმის წარმოება შეწყდა, თუმცა ელგუჯა თურმანიძის წინააღმდეგ გამოძიება არავის დაუწყია:
ამ ყველაფერს მოყვა მთელი წყება, სადაც ჩაერთო აჭარის საოლქო პროკურატურის ელიტური ნაწილი. სადაც ბატონი ელგუჯას ახლო ნათესავი მთავარი პროკურია. კაცს ვთავზობთ, რომ გვინდა თანხა დაგიბრუნოთ, 2 კვირა ვთხოვდით ეს ოპერაცია კანონის შესაბასმისად დასრულებულიყო და თანხა დაბრუნებულიყო, მან მოინდომა შემდეგი- თანხას ან ესპანეთში ან ესტონეთში დამიბრუნებთო. ერთი მცდელობა, ნარკოტიკებით არ გამოვიდა, ფულის გათეთრების ნაწილში ვერ ჩაგვითრია, ბოლო მცდელობა იყო, რამენაირად ასეთ დანაშაულზე წავეყვანეთ. ამის შემდეგ, ჩვენ ვრიცხავთ თანხას იმ კომპანიაში და მეორე დილას გვირეკავს აჭარის პროკურატურის ნაწილი, რომ თურმე ჩვენს წინააღმდეგ დიდი ხანია მიმდინარეობს გამოძიება, და უნდა ჩავიდეთ ბათუმში.
მაშინ გენპროკურორი გახლდათ შოთაძე, ჩვენმა წარმოამდგენელმა მიმართა და უთხრა, რომ გაგვაგებინეთ რაშია საქმე, გადახედა თუ არა მან საქმეს 2 დღეში ჩვენი საქმე აჭარის პროკურატურაში გაქრა. მან დაინახა, რომ საქმე როგორ იყო მოკერილი და იცოდა, ამაზე არ გავჩერდებოდი. ეს ყველაფერი ჩვენებაში ნათქვამი გვაქვს. მაგრამ ამ კაცის წინააღდმეგ რამე გამძიება არ დაწყებულა"- დასძინა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...
რელიგია • 1745094180

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!
საზოგადოება • 1745092500

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...
პოლიტიკა • 1745092200

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...
რელიგია • 1745063098

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო 2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...
პოლიტიკა • 1745062061

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...
პოლიტიკა • 1745061853