"სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს" - მსოფლიო ქალი ლიდერები ღია წერილს ავრცელებენ
პოლიტიკა • 1733557838

მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს. ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, უცხოურ ხელისუფლებებსა და მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატს და ძლიერი მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.
"ჩვენ, ხელმომწერი მსოფლიო ქალი ლიდერები, საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ბოლოდროინდელი მოვლენები თბილისში, სადაც 200 ათასზე მეტი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა, რათა რუსეთთან კავშირში მყოფი მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერება გააპროტესტოს, ევროპული მომავლისა და დემოკრატიული გზისადმი ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას უსვამს ხაზს.
მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას.
იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები ფალსიფიცირებულად და დემოკრატიული ნორმების სისტემატიურ ეროზიად მიიჩნიეს, ეს ქმედებები ღალატობს ქართველთა უმრავლესობის მხარდაჭერას, რომლებიც მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დემოკრატიულ მომავალს.
ხელისუფლების მხრიდან მუდმივი ნეგატიური რეაქციისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოავლინა ურყევი გამბედაობა და ლიდერობა, როდესაც მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომები დაგმო.
მომიტინგეების გვერდით დგომით და მმართველი პარტიის არაკონსტიტუციური ქმედებების უარყოფით, მან განასახიერა თავისი ხალხის ნება და მხარი დაუჭირა დემოკრატიულ პრინციპებს, რომელთა სრულად მიღწევაც საქართველოს დიდი ხანია სურს. ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად ქვეყანაში, სადაც მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლებაში საეჭვო არჩევნების გზით მოვიდა.
საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, უცხოურ ხელისუფლებებსა და მრავალმხრივ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მანდატს და ძლიერი მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.
საქართველო არ არის იზოლირებული შემთხვევა: ის გლობალურ ბრძოლაში არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას იმოქმედოს გადამწყვეტად, რათა დაიცვას საქართველოს დემოკრატია და მისი ხალხისა და პრეზიდენტის ურყევი გამბედაობა," - ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ
ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ჰელენ კლარკიშეერთებული შტატების 67-ე სახელმწიფო მდივანი – ჰილარი კლინტონიმექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – პატრიცია ესპინოზაავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ჯულია გილარდილიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი – დალია გრიბაუსკაიტეფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – სანა მარინიჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი – მონიკა მაკუილიამსიირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი – მერი რობინსონიკოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტი – ვიოსა ოსმანი-სადრიულიბერიის ყოფილი პრეზიდენტი – ელენ ჯონსონ-სირლიფიაშშ-ს ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში და ჯორჯთაუნის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი – მელანი ვერვეერი.

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...
მსოფლიო • 1750270872

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...
პოლიტიკა • 1750268436

ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა. "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...
მსოფლიო • 1750268339

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...
მსოფლიო • 1750265758

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინას...
პოლიტიკა • 1750265543

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...
მსოფლიო • 1750264084