„სომხეთში მოხდა ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს, ჩვენი რეგიონის და რუსეთის ბედსაც“ - სააკაშვილი

პოლიტიკა 1780907369

სააკაშვილი

"იყო დრო როცა საქართველოში ხდებოდა დიდი ისტორიული ამბები, რომლებიც რეგიონზე და მსოფლიოზეც ახდენდა გავლენას. ეს დრო ჯერჯერობით წარსულს ჩაბარდა. სამაგიეროდ გუშინ, ჩვენს ყურის ძირში, სომხეთში მოხდა ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს, ჩვენი რეგიონის და რუსეთის ბედსაც. სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია პაშინიანი. ამ არჩევანით სომხეთის სვლა დასავლეთში შეუქცევადი გახადა.სომხეთში არ იმუშავა "ივანიშვილი 2012" ФСБ-ს გეგმამ. ეს მოხდა რამდენიმე მიზეზის გამო. 2012-ში ობამას ადმინისტრაციას ჩემი მოშორება სურდა, რადგან ხელს ვუშლიდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში. ახლა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ჩავიდნენ ერევანში რუსეთისგან დამოუკიდებელი კურსის მხარდასაჭერად, ტრამპმა დაუჭირა საჯაროდ მხარი.2012-ში ევროპა მე კი მიჭერდა პიროვნულად მხარს ბოლომდე, მაგრამ ვერც ივანიშვილის საფრთხეს ვერ ხედავდა. რუსეთი დღეს ბევრად უფრო სუსტია საერთაშორისო მასშტაბით ვიდრე მაშინ. ასევე პაშინიანმა გაითვალისწინა ჩემი მაგალითი და კარაპეტიანი შინა პატიმრობაში ჩასვა, ხოლო მის მიერ ფულის დარიგება არ დაუშვა.და რაც მთავარია სომეხმა ხალხმა საკუთარი თვალით ნახა თუ რა მოიტანა რუსი ოლიგარქის ხელისუფლებამ საქართველოში და უთხრა რუსეთს არა მადლობა! შესაბამისად უარი უთხრა ოლიგარქ კარაპეტიანს, რომლის ძირითადი ფული რუსულია.არადა პუტინს ზუსტად ისევე უნდოდა პაშინიანის მოშორება, როგორც თავის დროზე ჩემი. პაშინიანიც მოვიდა სახალხო რევოლუციით, რაზეც პუტინს ალერგია აქვს. შესაბამისად პუტინმა არ შეუშალა ხელი ყარაბაღის მეორე ომს, ვინაიდან იმედი ჰქონდა, რომ ასე მოიშორებდა პაშინიანს. შემოიღო ემბარგო, სომხურ პროდუქციაზე და ჩართო სომხური ეკლესია პაშინიანის დასამხობად. როცა არც ეს გამოვიდა მაშინ გამოაგორა "სომეხი ივანიშვილი", ოღონდ ეს გეგმაც ჩაფლავდა ახლა.გუშინდელი დღის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან მწვავედ თუ რამხელა ანომალიაა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს რეგიონში და საერთოდ თანამედროვე მსოფლიოში, ასე რომ ქართველებმა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები. ისევე როგორც ეს გააკეთა აზერბაიჯანმა და სომხეთმა, დროა ყველამ ერთად დავანახოთ მსოფლიოს რომ არ გვინდა რუსები.გთავაზობთ 20 ივნისს აღვნიშნოთ ღირსების დღე, როცა გავრილოვი გააგდეს ქართველებმა და გამოვიდეთ რუსთაველზე იმის სათქმელად, რომ არასდროს შევეგუებით ჩვენი საყვარელი ქვეყნის რუსეთის კოლონიად ქცევას. ამის დემონსტრირება მუდმივად საჭიროა, რათა რუსეთს მოვუშალოთ მადა, ჩვენი გადაყლაპვის მცდელობა და მსოფლიოს ვუთხრათ რომ არავისზე ნაკლებად არ გვსურს თავისუფლება!" | წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

ულტრაბგერითი თერაპია
ულტრაბგერითი თერაპია: როგორ აჩქარებს ქსოვილების აღდგენას?

ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...

საზოგადოება 1784286000

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014