სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი
პოლიტიკა • 1784737800
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილი არ შეიყვანა.
ორგანიზაციის განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, სიაში შეყვანილი 91 პირი (მსჯავრდებული და ბრალდებული) აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს.
მესამე პრეზიდენტი გავრცელებულ განცხადებაში არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას „სამარცხვინოს“ უწოდებს:
„სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში.
სინამდვილეში, ეს ერთი წუთითაც არ გამკვირვებია. სწორედ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა შეიტანა დიდი წვლილი ჩემი რეფორმატორული მთავრობის დისკრედიტაციასა და ივანიშვილის მოყვანაში, ამდენი წელია, ეს მოღვაწეები სრულიად ურცხვად არ იღებენ არანაირ პასუხისმგებლობას ამაზე, უფრო მეტიც — დღემდე მე მაბრალებენ ივანიშვილის მოყვანას.
კარგი, დავუშვათ, ამდენი წელი თვალს იბრმავებდით და ვერ ხვდებოდით, რომ რუსული რეჟიმი მოიყვანეთ. ნუთუ ბოლო ორი წელი არ იყო საკმარისი, რომ გათავისუფლებულიყავით სააკაშვილის კომპლექსისგან და თუნდაც ახლა მაინც აღიარებდეთ, რომ მთავარი პოლიტპატიმარი და რეჟიმისა თუ რუსეთისთვის მთავარი პრობლემა სწორედ მე ვარ?
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს, მათი ხელმძღვანელები კი, თავისი კარგი ცხოვრებით, რატომღაც 15-20 წელია სხედან ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე. სწორედ ამიტომ, არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად.
და როგორ გამოვიდა, რომ ევროსაბჭო, რომელსაც თქვენ მოიხმობთ, თავის მრავალრიცხოვან რეზოლუციებში მასახელებს პოლიტპატიმრად და პუტინის პირად ტუსაღად (იგივე ეხება ევროპარლამენტსა და Amnesty International-ს), თქვენ კი იმავე კატეგორიაში არ გაგყავართ?
ხმა არ ამოგიღიათ ოპოზიციის მასობრივ პოლიტიკურ დევნაზე „ქოცების“ პირველივე წლებიდან, აქებდით „სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღას“. ხმა არ ამოგიღიათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალადობასა და მასობრივ მოსყიდვაზე, 2020 წლის გაყალბებაზე.
სწორედ ამ თქვენი სიჩუმით შეიტანეთ დიდი წვლილი დიქტატურის ჩამოყალიბებაში და, სხვათა შორის, სიტყვა „დიქტატურის“ გამოყენებას დღემდე დემონსტრაციულად არიდებთ თავს.
სანამ არ აღიარებთ თქვენს პასუხისმგებლობას დღეს შექმნილ სიტუაციაში, სანამ არ აღიარებთ თქვენსავე შეცდომებს (მათ შორის, ახლა ჩემ მიმართ დაშვებულ დანაშაულებრივ შეცდომას, თითქოს მართლა პიჯაკების ყიდვისთვის ვარ ტყვეობაში და ახლა არ მასამართლებდნენ პოლიტიკური გამონათქვამებისთვის), მანამ ვერანაირ სერიოზულ როლს საქართველოში ვერ ითამაშებთ.
ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს, საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ „გამჭვირვალობას“. სირცხვილი მათ!
P.S. „თრანსფარენსმა“ გააკეთა ახალი განმარტება, რომ პოლიტპატიმართა სიაში შევიყვანეთ მხოლოდ ის, ვინც გამონათქვამებისა და აქციების გამო ზისო. აქაც იტყუებიან — მე ახლა სწორედ ჩემი გამონათქვამებისა და აქციებზე გამოსვლის მოწოდებისთვის მასამართლებენ „საბოტაჟის საქმეზე“, მაგრამ ეს მათ შეგნებულად გამორჩათ. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










