„სულ რომ გამამართლებელი განაჩები დადგეს, მაინც აბსურდია, იმ 9 თვეს რა ვუყოთ?“ - ონისე ცხადაძე
პოლიტიკა • 1756893755
"დეტალებში ვაკვირდები ყველაფერს. ფსიქოანალიზი მაქვს ჩატარებული, ვის რა ტრავმები შეიძლება გაწუხებდეთ. მინდა ჩემი თვალით შეგახედათ, რა აბსურდში გვაცხოვრეთ ეს თვეები"- ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ საქმის პროკურორებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 11 სინდისის პატიმრის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. ისინი საბოლოო სიტყვით მიმართავენ სასამართლოს.
რეზო კიკნაძის ხუმრობა იყო, ერთადერთი ლოგიკური დასასრული, რაც ამ აბსურდს შეიძლებოდა ჰქონოდა, ბაკურ სვანიძის შემოსვლა და თაიგულის ჩუქებაა. გაიღიმეთ, ფარული კამერაა.
ერთხელ ვუთხარი, რა მაგარია, ოთხშაბათია, ხვალ აბანო გვაქვს-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი ოდესმე.
სულ რომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოთ, ამას რა შეცვლის.
მოტივზე არასდროს უსაუბრიათ პროკურორებს. რომ მაგალითად, ჩვენ ვაპირებდით ხელისუფლების გადატრიალებას. კაი, დავუშვათ შევასრულეთ, მსახიობი, იუმორისტი და უკრაინელი წავიდნენ სახელმწიფოს გადასატრიალებლად. მერე რა ხდება? ჩემი მოტივაცია რა იყო, ამაზე ხომ უნდა გესაუბრათ.
მე არც პატარა კაცი ვარ თქვენსავით და არც დიდკაცობას ვცდილობ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მიყვარს ხალხი. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ჩვეულებრივად ცხოვრება არ ღირს. ჩემი მიზანია, რომ ადამიანების ცხორვება გავხადო უკეთესი, ოღონდ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. არ ვამბობ, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ, მაგრამ სადაც დღეს ვარ და როგორც გავაცანი თავი საზოგადოებას, როცა მივაგენი ჩემს საყვარელ საქმეს, მივხვდი, რამდენ ადამიანს სჭირდება, რომ თავისი თავი იპოვოს. ვცდილობ, რომ რა ცოდნაც გამაჩნია, სხვებს გავუზიარო.
იცით, დღეს ბავშვები რეგიონებში რაზე დაობენ ხოლმე? ამის მერსედესი სჯობს თუ იმის ბეემვე? ტრაგედიაა. ეს არის ჩემი მოტივაცია. სხვა არაფერი. არც მთავრობის დამხობას არ ვაპირებდი. თვითონ დაიმხობენ თავს."
შენიშვნა: ნაწყვეტს ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვიდან "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
სასამართლო პროცეესე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, იუმორისტმა კიდევ ერთი სინდისის პატიმრის, ანფდრო ჭიჭინაძის მიმართვა შეაფასა.
ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა პროკურორებს და მოსამართლეს: გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ აკეთებდით"პირადად მე გაპატიებთ, მაგრამ ქვეყანას რასაც უკეთებთ - იმას ნურას უკაცრავად. მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე კეთილია. ერთხელ მითხრა პროკურორს თუ ვნახავ ოდესმე ქუჩაში, სიკეთეს გავუკეთებ, ასე გადავუხდი სამაგიეროსო. აი, ასეთი ბიჭი დაიჭირეთ" - განაცხადა ონისე ცხადაძემ.სულ რო გამამართლებელი განაჩები დადგეს, მაინც აბსურდია, იმიტომ რომიმ 9 თვეს რა ვუყოთ? - თქვა თავის საბოლოო სიტყვაში იუმორისტმა.
ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...
სოცმედია • 1776405969
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...
პოლიტიკა • 1776398624
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...
პოლიტიკა • 1776398354












