“სულელურ განცხადებებს მოეშვან, თორემ, გამორიცხული არ არის რევოლუცია მიიღონ” – ზურაბ ცეცხლაძე
პოლიტიკა • 1746851375
ევროპის მოედნაზე შეკრებილ ადამიანებს, სიტყვით მიმართა, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ და თქვა:
დღეს, მხოლოდ ჩემი სახელით და პასუხისმგებლობით, მინდა რამდენიმე გზავნილი გავუგზავნო არალეგიტიურ, თვითმარქვია, გაყალბებული არჩევნებით მოსულ საძულველ ხელისუფლებას.
პირველი უნდა შევახსენო, რომ ევროპა არის რუსეთისგან უსაფრთხოება, პირველ რიგში, მერე არის ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, ევროპა არის განვითარება, რუსეთი არის ჭაობი, სიბნელე, ქართველ ერს უკვე არჩევანი აქვს გაკეთებული და ჩვენ ევროპის კართან მიკაკუნებული გვაქვს.
ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არავინ დაუშვებს აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთის კართან მიიყვანოს, არ დაუშვებს ამას ქართელი ერი, რაც უნდა სადამსჯელო კანონები მიიღოს და რეპრესიები განახორციელოს. ვისაც საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია, ვიცით, რომ ეს არის უსაზიზღრესი, დამპალი ჭაობი, სადაც არასოდეს დაბრუნდება ჩვენი ქვეყანა.
მინდა შევუთვალო ამ ხელისუფლებას, არ გაბედოს და არც ერთ რუსის ჯარისკაცს ფეხი არ დაადგმევინოს საქართველოში, რაც არ უნდა გაუჭირდეს, უმართავ პროცესებს მიიღებენ. არაადეკვატური, სულელური კანონების და განცხადებების გაკეთებას მოეშვან, თორემ, გამორიცხული არ არის რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის. უგუნური გადწყვეტილებები თუ არ შეწყდება თვითმარქვია ხელისუფლებისგან, გამორიცხული არაფერია. არავის მოკიდონ ხელი და ციხეებში აღარ შეყარონ, თორემ, ძალიან ცუდი პროცესებს მიიღებენ. ამ განცხადებას არ ვაკეთებ სინდისის პატიმრების ოჯახების წევრების სახელით, ჩემი, პერსონალურად, ზურაბ ცეცხლაძის სახელით ვამბობ.ზურაბ ცეცხლაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, იქ შეკრებილები სკანდირებდნენ: – ბოლომდე, ბოლომდე!
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












