„სუნთქვა აგვიკრძალესო სოციალურ ქსელებში და თქვენ სუნთქვას თუ მიგაჩნიათ, რომ ვიღაცას უნდა ურტყათ და დედა აგინოთ, ეს არ არის სუნთქვა, დასუნთქება გამოვა მაშინ“ - მდინარაძე

პოლიტიკა 1738670253

მდინარაძე

რეპრესიული კანონები ხალხის წინააღმდეგ -"ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეები მაღალჩინოსნებს თავად ესხმიან თავს და შესაბამისი კანონების მიღებაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. მდინარაძის თქმით, თუ რა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ამას პროკურატურა შეაფასებს.

 

სუნთქვა აგვიკრძალესო სოციალურ ქსელებში და თქვენ სუნთქვას თუ მიგაჩნიათ, რომ ვიღაცას უნდა ურტყათ და დედა აგინოთ, ეს არ არის სუნთქვა, დასუნთქება გამოვა მაშინ. შეურაცხყოფა ეს იქნება თუ არა, ის იქნება თუ არა, ცეცხლი ოლიგარქიას და ნავთი მის აგენტურასო, იქნება თუ არა ეს წყევლა-კრულვა, რასაც ტვ პირველის ყვითელი პრესა მეკითხება, ამაზე მე კონკრეტული პასუხი სერიოზული არ შეიძლება, მქონდეს, იმიტომ, რომ ეს არის პროკურორის შესაფასებელი. მათ შორის, შესაძლებელია გავრცელდეს შეურაცხყოფის ხარისხიდან გამომდინარე, - ამბობს მდინარაძე. 
 ამასვე ამტკიცებს "ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძეც.

 

მახსოვს, რომ წყევლა მაწყევარს უბრუნდება. თუ ვიხილავთ დანაშაულს, რაც ჩვენ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როდესაც პოლიციას თავს ესხმიან და შემდეგ პოლიტიკური შეფუთვით მათ სურთ, რომ თითქოს ეს იყო კეთილი განზრახვით ლოყაზე მოცაცუნება. მაშინ, თუ ასეთი განზრახვები პოლიციის მიმართ ჩვეულებრივობად იქცევა, რა თქმა უნდა, ეს შექმნის ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ აურზაურს, - ამბობს ხუნდაძე. ხალხის პროტესტით შეშინებული რეჟიმი მოქალაქეების გაჩერებას რეპრესიული კანონებით ცდილობს. დრაკონულ კანონებს პარლამენტში მარტო დარჩენილი რეჟიმი ერთი-მეორეს მიყოლებით აინიცირებს. ჯარიმა წესდება ყველაზე, ვინც "ოცნების" ჩინოვნიკს ან მის ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებს. ისევე, როგორც რუსეთში, იზრდება ადმინიტარციული პატიმრობის ვადაც. დასჯადი ხდება დახურულ სივრცეებში, მათ შორის უნივერსიტეტის შენობაში აქციის გამართვაც. რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ დრაკონული კანონების დამტკიცებას პარლამენტში უხლოეს სესიაზე დაჩქრებული წესით აპირებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რიჟვაძე
„რიჟვაძემ თვითმკვლელობა "გლოკის" ტიპის იარაღიდან სცადა, რომელიც ფანჩატურში ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა შენახული“ - პროკურატურა

აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა - ამ ვერსიას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზ...

კრიმინალი 1751976286

რიჟვაძე ახვლედიანია
პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა  " საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქ...

კრიმინალი 1751976182

რიჟვაძე ვოლსკი
"ხო, ეჭვი მეპარება" - ვოლსკი რიჟვაძის წერილზე

ჟურნალისტი: "ეჭვი გეპარებათ, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია?"• ვოლსკი: "ხო, ეჭვი მეპარება"• ჟურნალისტი: "ვისი დაწერილი შეიძლება იყოს?"• ვოლსკი: "არ ვიცი... ეგ არავინ არ იცის, ვინ რა წერილი დ...

პოლიტიკა 1751976059

რიჟვაძე და მამა
„შესაძლებელია, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში გასროლის დროს რიჟვაძის მამაც ყოფილიყო“ - ადვოკატი

თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მომენტში, საგარეჯოში, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, შესაძლოა აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, დავით რიჟვაძეც ყოფილიყო - ამის შესახებ იზოლატორში შესვლის წინ საზღვ...

კრიმინალი 1751974909

7-ქალა
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად

წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.   ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751974746

საქბანკიიიიიი
საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის  დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ  ბანკს -  კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს  შ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751973057