სუს-ი საპროტესტო აქციებს „სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობის საქმეს" უკავშირებს

პოლიტიკა 1732984585

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მიმდინარე საპორტესტო აქციებს „სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობის საქმეს” უკავშირებს.

ლილუაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ „დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.“

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით“,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი 1
ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ივლისს მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ სხდომაზე დეპუტატებს განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. როგორც Украинская правда-ს ფრაქციის...

რუსეთ-უკრაინის ომი 1752731329

მდინარაძე
„რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ, სულიერად და ხორციელად ჯანსაღ მომავალს არ დავთმობ არაფრის ფასად“ - მამუკა მდინარაძე

"მე რომ ვიყო ახლა პოლიტიკოსების გარედან მაყურებელი არ დავფიქრდებოდი - რითაც არ უნდა დამემუქროთ, ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილის ღირსეულ, ჯანსაღ,...

პოლიტიკა 1752731154

პოლიტიკა
„კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, მსოფლიოში სამეულში ვიქნებით“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...

პოლიტიკა 1752730533

პროკურატურის შენობა თბილისში
„მთავარ არხს დოკუმენტების გადმოსაცემად გონივრული ვადა მივეცით“ - პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...

პოლიტიკა 1752729804

სასურველი თბს
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის - თიბისის ახალი კამპანია

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი.   თ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729642

140 გოგო თბს
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.   გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1752729572