სუს-იდან ლილუაშვილს ათავისუფლებენ, მის პოსტს კი გომელაური დაიკავებს

პოლიტიკა 1642871871

ლილუაშვილი გომელაური

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს, ხოლო მის ადგილს მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკავებს.

წყაროს ცნობით, მანამდე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს შესთავაზეს, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება შს მინისტრის თანამდებობას, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოსტს ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გუგუნაური დაიკავებს. წყაროს თქმით, გუგუნაური, რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კი კახეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობიდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ის უწყებაში სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

წყარო: ტელეკომპანია "ფორმულა"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთი...

პოლიტიკა 1713538763

წულუკიანი კინოცენტრი
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა. "SOS – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი!!! საქართველოს ეროვნულმა კინ...

პოლიტიკა 1713538561

წაქაძე
ვიდეო: “მტყუანის დედას შე@ეცი… რა ფერებში ხართ? სად წავიდე, თქვენ წადით…” – ბეჟან წაქაძე

პარლამენტის წევრს, ბეჟან წაქაძეს ქუჩაში შეხვდნენ ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, და როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც ვი...

პოლიტიკა 1713531130

ონის ონიანი
„ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით“ - ონისე ონიანი

 19.04.24 16:31ქუჩის პარალელურად, ჩვენ სცენაზე ვიბრძოდით - ამის შესახებ მსახიობმა ონისე ონიანმა "პირველებთან" განაცხადა და თქვა, რომ გუშინდელი პერფომანსი თეატრ "სახელოსნო 42"-ის სცენაზე იყო იმის დემონ...

საზოგადოება 1713530738

გომელაური
„რა თქმა უნდა, ვეთანხმები და სწორია“ - ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე

"მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე...

პოლიტიკა 1713530326

19 წლის ქალი
„მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალე პოლიციელის იარაღიდან გასროლილი 5 ტყვიით, არ დამიცვა შსს-მ, პროკურატურამ, დამიცვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა... არა რუსულ კანონს“ – რას წერს ყოფილი ქმრის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის დედა

2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის დედა, ფატი ჭელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.   „მე ვარ 19 წლის ქალი, დედა, რომელიც გარდავიცვალ...

სოცმედია 1713530097