სუს-ის ტოტალური თვალთვალი და მიყურადება - ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრებსაც აქტიურად უსმენდა

პოლიტიკა 1631618856

ბესელია კობახიძე

სუს-ის ტოტალური მიყურადება და თვალთვალი ხელისუფლების გუნდის წევრებზეც ვრცელდებოდა - ცნობილი ხდება, რომ ფაილებში ასევე მოხვედრილია ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას სატელეფონო ჩანაწერებიც.

ერთ-ერთ ჩანაწერში, სადაც კობახიძეს პატრიარქის თანაშემწე რქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული უკავშირდება და ჯვრის მონასტერთან გარე ბაზრობის კარძალვას სთხოვს, ვკითხულობთ:

"მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწეს, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს თავისმა ძმამ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჭინჭარაულმა, აცნობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარედ მისთვის უცნობმა პირებმა დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები და გამართეს ე.წ. "ბაზრობა". კ. ჭინჭარაულის თქმით, დადგმული კონსტრუქციები იმის გარდა, რომ ამახინჯებს მონასტრის იერსახეს, აბრკოლებს მომლოცველების და ტურისტების გადაადგილებას, რაც სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. მ/წ 13 მაისს დ. ჭინჭარაული ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა კობახიძეს და სთხოვა არსებული მდგომარეობის მოგვარებაში დახმარება. კობახიძის თქმით, კონსტიტუციის თემებთან დაკავშირებით დღეს გეგმავს მცხეთაში ვიზიტს და შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და აუცილებლად დააყენებს ჯვრის მონასტერთან შექმნილი მდგომარეობის საკითხს", - აღნიშნულია სუს-იდან გამოჟონილ ჩანაწერში.

ეკა ბესელიას სატელეფონო ჩანაწერიდან კი ირკვევა, რომ მასა და დავით ჭინჭარაულს შორის სატელეფონო საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებსა და ოპონენტების მიმართ გაჟღერებულ ლანძღვა-გინებას შეეხებოდა:

"მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწემ, დავით ჭინჭარაულმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან საუბრისას უარყოფითად შეაფასა საპრეზიდენტო არჩევნებისას სახალხო დებატების დროს ოპონენტების მისამართით გაჟღერებული ლანძღვა-გინება და ზღვარგადასული ქმედებები, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მკაცრი ზომების მიღება რასაც დაეთანხმა ეკა ბესელია", - აღნიშნულია ჩანაწერში.

ეკა ბესელია ადასტურებს, რომ მსგავსი ტიპის საუბარი ჭინჭარაულთან ნამდვილად ჰქონდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაფარიძე
„ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, წინ რუსული კანონის არაერთი მოსმენაა, კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ქუჩაში გასვლა“ - ზურა ჯაფარიძე

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო: 1. ათობით ათასი ქუჩაში გამოსული გაბრაზებული ადამიანი, რომლებმაც ყველას დაანახეს რომ მზად არიან ფიზიკურად დაიცვან ამ ქვეყნის, საკუთარი, შვილების თუ შვილიშვილების თავ...

პოლიტიკა 1713424882

აქცია არა რუსულს
"ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები

ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს - ასე აფასებენს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები "ქართული ოცნების" მიღებულ გადაწყვეტილებას, მიიღოს რუსული კანონი. მოსამართლეები ყურადღებას კონსტიტუციის 7...

პოლიტიკა 1713424495

ელისაშვილი
„აგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“ - ალეკო ელისაშვილი

"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში გადამიყვანეს წერეთელზე რომ შსს...

პოლიტიკა 1713424145

ზურა ხაჩიძე
„სრული ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, რომ ეს კანონი მიიღოს, კარგად ვიცი მოსახლეობის განწყობები, ამ კანონში უმრავლესობა ვერაფერ რუსულს ვერ ხედავს“ – ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას სრული ლეგიტიმაცია აქვს მოსახლეობის დიდი ნაწილისგან, რომ მიიღოს კანონპორექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ამის შესახებ მან „იმედი LIVE“-ში...

პოლიტიკა 1713423813

ვიოლა ფონ კრამონი
„ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს ატარებს“ - კრამონი

"ივანიშვილის სიფრთხილის ზომებს ატარებს", - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი "ოცნების" სპეცოპერაციას ივანიშვილის ქონების გადასარჩენად. ევროპარლამენტარი ქართველ ოლიგარქს მოუწოდებს, რომ...

პოლიტიკა 1713423605

ნინი შერმადინი
„ყველაზე სუფთა, მიუკერძოებელი და სამართლიანი ადამიანია…“ – ნინი შერმადინი ნოდიკო ტატიშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

„შევარდნაძის დროსაც ვმღეროდით, სააკაშვილის დროსაც და დღესაც. არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის კარის მომღერალი“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში და მისი კოლეგის, მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის მხარდა...

სოცმედია 1713423476