„სუს-ში, ორი თანამდებობის პირი მოვიდა, ხაბეიშვილს ფარულად ჩაწერის სანაცვლოდ, ფული და გათავისუფლება შემომთავაზეს“ - ლაშა ცანავა
პოლიტიკა • 1754040777
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ცანავა სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, მოდულის შენობაში მასთან, ორი დიდი თანამდებობის პირი შევიდა და გათავისუფლების სანაცვლოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარულად ჩაწერა შესთავაზა.
ცანავამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა ისიც, რომ ეს პირები მას თანამშრომლობის სანაცვლოდ, "დიდ ფულს" სთავაზობდნენ.
მისი თქმით, ის უახლოეს მეგობარს და თანამებრძოლს არასდროს უღალატებს:
"გასაგებია, რატომაც დამაკავეს. "მოდულის" შენობაში ორი დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და მესაუბრა. შემომთავაზა თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის - ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯის ჩაიწერა, სად მიდის, ვის ელაპარაკებაო. მე ლევანის უახლოესი გარემოცვა ვარ.
მათი[სუს-ის] სულ უფროსი, ლევანის ბევრჯერ უხსენებია, ოხანაშვილზეა საუბარი, ლევანზე გამწარებული, უნდოდათ ჩემი ხელით ჩამეწერა, მესმინა, მეთანამშრომლა. ასეთ რაღაცას ცხოვრებაში არ გავაკეთებ. ჩემთვის კაცობა და ერთგულებაა პირველი",- განაცხადა ცანავამ.
ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება.
ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. გამოძიება ირწმუნება, რომ ამ უკანასკნელმა მოთხოვნილი თანხის ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












