პოლიტიკა • 1741837327
სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეჟიმის ტყვეების მშობლებისთვის დახურულია - მარიზი კობახიძე კონკრეტულ ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან პირველი არხის ჟურნალისტს და წამყვანს თამთა სანიკიძეს პირადად მიმართა და ეთერის დათმობა სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
სინდისის პატიმრის დედა ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მისი "ახლობელია".
თამთა სანიკიძე ჩემი ნათესავია. ახლობლად ჩავთვლი, მე თვითონ რამდენად ჩამთვლის, არ ვიცი. ის არის ჩემი ბიძაშვილიშვილის მეუღლე და საკმაოდ კარგი ჟურნალისტი. მე იძულებული გავხდი და მას მივმართე, რომ მე თუნდაც ერთი დედა, მივეწვიე, რადგან ვიცი, რომ წარმატებული ჟურნალისტია და მაგას ვერავინ ვერაფერს ვერ აუკრძალავს, ვერცერთი უფროსი ვერ ეტყვის, რატომ გააკეთეო. ამიტომ ხომ შეიძლება გაითვალისწინოს ეს თხოვნა და მე ვიტყვი ყველა დედის სათქმელს იქ, მაგრამ არა." - განაცხადა მარიზი კობახიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
ჟურნალისტი დაინტერესდა, რა ნათესაური კავშირია სინდის პატიმრის დედასა და შმაგი კობახიხეს შორის, რომელიც საჯარო წყაროების თანახმად, ივანიშვილის დისშვილია.
"შმაგი კობახიძე ჩემს ხელშია გაზრდილი" - ამბობს მარიზი კობახიძე.
ბიძინა ივანიშვილის დის მულიშვილია შმაგი კობახიძე. არ არის მისი დისშვილი. ყველამ იცის, რომ ბიძინას დისშვილია, მაგრამ არა. ის არის ბიძინა ივანიშვილის დის მულისშვილი. შმაგი კობახიძე ჩემს ხელში გაზრდილია. რაც ბავშვი დაიჭირეს, კონტაქტი არ მქონია. რომ ვიცოდე, რომ დახმარება შეუძლია, მაინც არასოდეს მივმართავ, არ არსებებს. ჩემი შვილი არის უდანაშაულო და მე არავის არ ვთხოვ, რომ დამეხმაროს და ის ციხიდან გამოვიდეს...
ჩვენი გადასახადებით არჩენენ ოჯახებს საზოგადოებრივ მაუწყებელში. მშიშრები არიან, ასე ვფიქრობ მე. რა გახდა, რომ ორი დედა მოგვიწვიოს. ვფიქრობ, ერიდებიან, რომ რაიონებში ხალხმა არ ნახოს, რას ვსაუბრობთ ჩვენს შვილებზე. ალბათ, ამას არიდებენ თავს, რომ ჩვენ, დედებმა არ ვისაუბროთ ჩვენი შვილების უდანაშაულობაზე..."- ამბობს მარიზი კობახიძე.
თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...
საზოგადოება • 1742233840
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...
პოლიტიკა • 1742232823
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...
მსოფლიო • 1742225499
მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...
სოცმედია • 1742222717
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას tvpirvel.ge-ს ინფორმირებული წყარო უდასტურებს. წყარო ძალოვანებიდან აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური რამდენიმ...
კრიმინალი • 1742222482
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არ...
მსოფლიო • 1742222234
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი