თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
პოლიტიკა • 1784052178
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრების შესწავლის შედეგებს აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თანამდებობის პირებმა ფულადი საჩუქრის სახით 11 მილიონი ლარი მიიღეს, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მილიონი ლარი. ასევე, საჩუქრად მიიღეს ავტომობილები, იარაღი და სამკაული. მათ საჩუქრების 60.78% მშობლებისგან მიიღეს.
უწყებების მიხედვით, ჯამურად ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ - 2,3 მლნ ლარი.
„2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილის ჩათვლით დეკლარაცია 4700-ზე მეტმა თანამდებობის პირმა შეავსო. აქედან, საჩუქრები 379-მა თანამდებობის პირმა დაადეკლარირა, რომელთა ჯამური ღირებულება 24 მილიონი ლარია.
თანამდებობის პირები საჩუქარს ყველაზე ხშირად უძრავი ქონების სახით იღებენ. 09.2025-04.2026 პერიოდში 100-მა პირმა ჯამურად 12 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიიღო. უძრავი ქონებიდან 48 საცხოვრებელი სახლია, ხოლო 69 – მიწის ნაკვეთი.
233-მა თანამდებობის პირმა ჯამურად 11 მლნ ლარი მიიღო ფულადი საჩუქრის სახით, რაც საშუალოდ ერთ პირზე 47 ათასი ლარია. მათგან 28 თანამდებობის პირს 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის თანხა აქვს მიღებული. საჩუქრებში დაადეკლარირეს ასევე 28 ავტომობილი და 6 იარაღი.
ფულადი საჩუქრის ჩუქების შემთხვევაში, საჩუქარი ხშირად დოლარში ან ევროშია მითითებული. 09.2025-04.2026 პერიოდში მიღებული 11 მლნ ლარის საჩუქრებიდან, 5,6 მლნ ლარი დოლარში იყო, ხოლო 1,7 მლნ ევროში.
ჯამური ღირებულების მიხედვით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 60.78% (14,9 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს, 4,3 მლნ ლარის საჩუქრები – და-ძმისგან, 2,4 მლნ ლარი – ნათესავების, ხოლო 1,3 მილიონი – შვილებისგან.
საჩუქრები 158 სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებმა მიიღეს. ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს, 46-მა თანამშრომელმა ჯამში 2,3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო. შემდეგ მოდის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლებმაც ჯამში 2 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს. შემდეგ კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც 9 თანამშრომელმა ჯამში 1,6 მლნ ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო“, - ნათქვამია ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აქვეყნებს იმ 10 პირის ვინაობას, რომელთაც 09.2025 - 04.2026 წლების დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღეს: თამარ დოლიძე – 930,060 ლარი; დემურ სულაბერიძე - 900,000 ლარი; ზურაბ გოზალიშვილი - 800,000 ლარი; მიხეილ სარჯველაძე - 500,000 ლარი; პაატა პატიაშვილი - 446,080 ლარი; ხათუნა თოთლაძე - 408,000 ლარი; კახაბერ გავაშელი - 408,000 ლარი; ნინო მდინარაძე - 389,677 ლარი; სანდრო ცაბუტაშვილი - 377,800 ლარი; თინათინ მეძმარიშვილი 338,750 ლარი.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










