თავად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი და თანამდებობაზე ყოფნისას დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური მეთოდები კვლავ მოქმედებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა - სუს-ის ყოფილი უფროსი

პოლიტიკა 1631711660

სოსო გოგაშვილი

სუსის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ იმ სისტემის ნაწილი პირადად იყო, რომელიც ადამიანებს ტოტალურად უსმენს და ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ქვეყნისთვის საზოანო ქმედებებს აკეთებდა.

როგორც გოგაშვილი განმარტავს, მან იცის, თუ ვისგან გაჟონა ფარულმა ჩანაწერებმა, თუმცა მისი გაჟღერებისთის გარკვეული დრო სჭირდება:

თქმით, მან იცის მედიაში გავრცელებული უკანონო ჩანაწერის წარმომავლობა, თუმცა ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. გოგაშვილმა ჩანაწერების შესახებ  სოციალურ ქსელში დაწერა.

"პირველი,რაც მინდა დავაფიქსირო არის ის,რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებებს.
ეს ის შემთხვევაა,როდესაც “ორგანიზატორმა” უგულვებელყო სახელმწიფო ინტერესები, ეკლესიის და უწმინდესის ავტორიტეტი. თავის მიზანს, გაანადგუროს ის და ამავდროულად დაშალოს ოცნება, გადააყოლა ყველა მთავარი ეროვნული ღირებულებები.

მე პირადად ვიყავი ამ სისტემის ნაწილი 2013 წლიდან. რიგითი არა და იცით ეს ყველამ. ბუნებრივია ვიცი მეთოდები, ბერკეტები, მოტივაცია და მიზნები ამ სისტემის მუშაობისა. ბუნებრივია საზოგადოებისა და მედიის კითხვები კონკრეტული (ყოფილი, თუ ახლანდელი) მაღალჩინოსნების, მიმართ. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ პოზიციას მოგახსენებთ. მერწმუნეთ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა ყველაზე მეტად ჩემს ინტერესებშია. 
თუმცა იმასაც ნათლად ვაანალიზებთ, რომ ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა გაჭირდება.
მე ჯერ კიდევ სისტემაში ყოფნისას, რამდენიმე წლის წინ, დავრწმუნდი, რომ საშიში ბოლშევიკური სისტემის მეთოდები კვლავ მოქმედებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. 

ამიტომ ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს! ყველა მოქმედი, თუ მომავალში შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაცია და მთელი სამოქალაქო საზოგადოება დაცული უნდა იყოს ამ ბოროტების ტყვეობისგან. 
მაგრამ სისტემის დანგრევას არ უნდა შესწირო შენი ქვეყანა. მე ვიმეორებ ვიწყებ, ამ მახინჯი კედლის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაბან წყალს ბავშვი არ გადაყვება. დასანგრევი დაინგრევა და ჭუჭყი ჩაირეცხება. 
მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა! 
უნდა მოხდეს ბოროტების მანქანის დემონტაჟი და არა სტიქიური მსხვრევა, რაც საქართველოს მტრებს მეტად გააძლიერებს. 


მე მტკიცედ ვდგავარ ამ გზაზე და ნურავინ ეცდება გამაჩეროს და გადამეღობოს. მე გამაჩერებთ? ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, ჩემი ნამდვილი მეგობრები გააკეთებენ ამას. 
”კუდი გამოგიჩნდათ პატივცემულო”…


მე ვმუშაობ, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო იმის დასადასტურებლად, თუ ვინ განახორციელა ეს ტერორისტული აქტი, დიახ ეს არის უდიდესი მაშტაბის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართულია მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ჩემთვის პირადად საკმარისი ინფორმაცია მაქვს რომ 90% ალბათობით ვიცოდე საიდან მოდის ეს, მაგრამ დრო მჭირდება და ავწევ ვერსიის რეალობის დონეს. 


რაც შეეხება სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მავანთა მიერ გაჟღერებულ სისულელეებს, რომლის საშუალებითაც სასურველი მიმართულებით ისრების გადატანას ცდილობენ. ეს უსუსური და სასაცილო მეთოდები გაცვდა და მოეშვით. ქვეყანა თავზე დაგექცათ და შეჩერდით.

P.S მინდა თხოვნით მივმართო ყველა მედია საშუალებას: ნამდვილად დასაფასებელია თქვენი პოზიცია, რომ ერიდებით მოპოვებული მასალის უკონტროლოდ გავრცელებას.  ბუნებრივია უნდა გააშუქოთ ინფორმაცია და ნაწილი შესაძლოა გაასაჯაროვოთ, მაგრამ ძალიან სიფრთხილით მოეკიდეთ ამ ამბავს. მაქსიმალური მოქალაქეობრივი და მორალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ ყველამ. შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს და ამით ვერავინ ვერ იხეირებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრები", - წერს გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკა სიმონიშვილი
ჯობს ჯერ სარჩელს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები - სიმონიშვილის პასუხი კობახიძეს

"არჩევნებამდე 2 კვირით ადრე არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას ახალი აბსურდული სარჩელით გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს" - ირაკლი კობაიძის ამ განცხადებას არასამ...

პოლიტიკა 1632053791

კობახიძე
"შინაარს ვეთანხმები, თუმცა გამოხატვის ფორმა გემოვნების საკითხია" - კობახიძე სისხლიანი პლაკატების ვაქცნაციის ბანერზე გადაკვრაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით,  სიძულვილის ენის შემცველი ბანერების ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერზე გადაკვრა, "ტექნიკური მხარეა" და კომენტარს ვერ გააკეთებს. მისივე თქმი...

პოლიტიკა 1632052394

მიტროპოლიტი სტეფანე
"რაღაცა Word-ის ფაილებში ჩაყრილი ჩანაწერებია" - მეუფე სტეფანე სუს-ის ფაილებზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფაილებს არ აღიქვამს , როგორც ფაქტობრივ მასალას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის რაღაც word-ის ფ...

საზოგადოება 1632052130

ტარიელ ნაკაიძე
ეს არის კრახი, ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა გადადგებოდა - ნაკაიძე სუს-ის ფაილებზე

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ სუს-ის ფაილების გავრცელება და მისი შინაარსი ხელისუფლების კრახია, რასაც მთავრობის გადადგომა უნდა მოჰყოლოდა. "სასამართლოში ჩივილი არის მნიშვნელოვანი შემდგომ მსგავსი...

პოლიტიკა 1632051723

მეუფე გრიგოლი
ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე - მეუფე გრიგოლი სუს-ის ჩანაწერებზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის შეფასებით, ფარული ჩანაწერების გაკეთება სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ამან შესაძლოა ადამიანებში კიდევ უფრო მეტი უნდობლობა და დაპირისპირება გამოიწ...

საზოგადოება 1632051399

გირჩის ოფისი
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ოფისი შრომის ინსპექციამ დალუქა

შრომის ინსპექციის სამსახურმა ლერმონტოვის 9 ნომერში მდებარე "გირჩი - მეტი თავისუფლებას” ოფისი დახურა. როგორც შრომის უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან სა...

საზოგადოება 1632051143