„თავისუფლება მზია ამაღლობელს, შეუჩერდეს უფლებამოსილება დგებუაძეს“ - ჟურნალისტების აქცია თბილისსა და ბათუმში
პოლიტიკა • 1737117357
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობასთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და რეჟიმის კიდევ ერთ ტყვეს, კოლეგას, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.
შსს-ს შენობის შემდეგ, ჟურნალისტები მსვლელობით გენპროკურატურის შენობასთან გადაინაცვლებენ.
თავისუფალი და კრიტიკული მედიების ჟურნალისტები მზია ამაღლობელის გათავისუფლების გარდა ითხოვენ, უფლებამოსილება შეუჩერდეს მის დამკავებელს, ბათუმის პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ირაკლი დგებუაძეს, რომელმაც ამაღლობელზე დაკავების შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებაც კი სცადა და მას სახეში შეაფურთხა.
რეჟიმის კიდევ ერთმა ინსტანციამ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი ჟურნალისტი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ცოლს, ანა აკობიანს დაშორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანა აკობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ მისი და პრემიერ-მინისტრის სამოქალაქო ქორწინება დასრუ...
მსოფლიო • 1771320444
ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...
პოლიტიკა • 1771318941
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236












