თავზე დამახტა და სიძულვილით გამოირჩეოდა... როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ - ეს მკვლელობის მცდელობაა... დანაშაულის ამსახველი კადრები უკანონოდ წაშალა - სააკაშვილი ღონიაშვილზე

პოლიტიკა 1643364768    110

სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან კადრების წაშლაში მხილებული სუს-ის ოფიცერის დავით ღონიაშვილის შესახებ მიმართვას ავრცელებს და მისი სიძულვილითა და ზიზღით გამოწვეულ ქმედებებზე დეტალურად აღწერს.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, იმდენად შესამჩნევი იყო მისი აგრესიული ქმედებები, რომ ტელეეკრანიდან მარტივად ამოიცნო:

"ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე მთელი ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.

მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.

აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:

1. თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ - ეს მკვლელობის მცდელობაა.

2. უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

3. დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.

ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა ჰგონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ. თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში.

აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (პროფესიულ ბადრაგს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სპეცრაზმი
აშშ-მ კიევში, საელჩოს დასაცავად, შესაძლოა, სპეცრაზმი გააგზავნოს - The Wall Street Journal

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ კიევში, საელჩოს დასაცავად, სპეცრაზმის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გამოცემას ამის შესახებ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. "ბაიდენთან ჯერჯერ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653251699

დაღესტნელი გოგონა
"არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" - დაღესტნელი მოსწავლის შეძახილი ბოლო ზარის ზეიმზე

დაღესტანში, დასახლება იზბერბაშში, ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის ზეიმზე გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება გამოსვლა შემდეგი შეძახილით დაასრულა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" ბუნებრივ...

სოცმედია 1653250483

სირია
რუსეთში ე.წ. "კასრის ბომბების" სირიელი სპეციალისტები იმყოფებიან - Guardian

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან.  "კასრის ბომბი" არის გა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653249501

კრემლი
რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა - The Telegraph

The Telegraph წერს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა, პუტინი კი ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. „პუტინმა საბოლოოდ გააერთიანა მთელი ცივილიზებული სამყარო მი...

მსოფლიო 1653248011

საზოგადოება
გორსალების ახალი მიგნება რა არის იცით? ცუილის სუნიანი აიქოსი... არადა რომ ჰკითხო, კარგ კონცერტებზე დადიან… - სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელის ფილარმონიაში კონცერტის მსვლელობისას "აიქოსის" გამონაბოლქვით შეწუხდა, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: "ფანტასტიკურ კონცერტზე ვარ ფილარმონიაში , გიგაშა, ნინი, ჯ...

სოცმედია 1653247242

ჯაფარიძე
არ მგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რამე შეიცვლება... ოპოზიცია არაფერს აკეთებს... პარლამენტში სხედან და დადიან ბუენოს-აირესში - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რ...

პოლიტიკა 1653244602