ტიკარაძე: საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არაა, ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ

პოლიტიკა 1637834608

ეკატერინე ტიკარტაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდგადატანილი პირებისთვის უვადოდ მწვანე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, "დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ჰქონდეთ".

ჟურნალისტების კითხვაზე თუ არის მსოფლიოში საქართველოსნაირი სხვა ქვეყანა, სადაც იგივენაირად ხდება, ტიკარაძეს ასე   უპასუხა:

"ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არ მგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს...ჩვენ გაგვაჩნია ყველას ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე კიდევ უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ", - თქვა ტიკარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეტრეველი
"ცოლების რევოლუცია გვინდა..." - რას წერს მერაბ მეტრეველი

"ტიპებმა ისეთი რამე ქნეს, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი აუმხედრდნენ. ცოლების რევოლუცია გვინდა." წერს მერაბ მეტრეველი.

სოცმედია 1713555420

ასტროპროგნოზი
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შეიძლება ბევრი მუშაობა მოგიწიოთ, მაგრამ ამისთვის ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებთ. საკუთარი გეგმების შესახებ ნურავის უამბობთ, რათა ბედი არ დააფრთხოთ. ამ დღეს ინდივიდუალური საქმიანობა უფრო ნაყოფიერი...

ეს საინტერესოა 1713555338

ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა უქმე დღეებში

19 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6711 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6728 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8453 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8532 ლარს შეად...

ბიზნესი & ეკონომიკა 1713552932

აქცია რუსთაველი
"არა რუსულ კანონს" - რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა დღესაც გადაკეტეს

რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - დედაქალაქის ცენტრში მწვავე პროტესტი ამ დრომდე არ წყდება. ადგილზე სტუდენტები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და სხვადას...

პოლიტიკა 1713546070

ირაკლი ოქრუაშვილი
„ყველამ ას-ასი თუმანი ავუგროვოთ იმ პირობით, თუ გაა@ვავს, სადმე ტამბოვში ან კრასნაირსკში და თავს დაგვანებებს“ - ოქრუაშვილი ივანიშვილზე

 თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არაფორმალური სანქციებით ოფშორებში 3 მილიარდამდე აქვს გაყინული ბიძინას. შემოვდივარ წინადადებით, ყველა ქართველმა ას ასი თუმანი ავუგრო...

სოცმედია 1713543829

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი
“ივანიშვილი ტანით უნდა გრძნობდეს, რომ რაც არ უნდა ქნას „მაინც ამოვთხრით“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:  “როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას იმედი ჰქონდა, რომ რუსულენოვანი უკრაინელები გაგებით მოეკიდებოდნენ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას.ვერ...

სოცმედია 1713542193