„თორნიკე რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას“ – ელისაშვილი

პოლიტიკა 1751968932

რიჟვაძე და მამა


“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი თანაგუნდელებისგან ფულის ამოღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს. მისი ინფორმაციით, აჭარის ყოფილი მეთაურის მამა, ყოფილი ძალოვანი, დავით რიჟვაძე დაპატიმრებული იყო, თავად თორნიკე რიჟვაძე კი სცემეს და ასეთი ხერხით აიძულებდნენ, ფულის დაბრუნებას.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ახლა “ქართულ ოცნებაში” ყველა “თავზარდაცემულია”. 

 


 
ივანიშვილი უყვარდათ მანამდე, სანამ ფულს აპარინებდათ და უკან თუ დააბრუნებინებს, დახვრეტს და დახოცავს იმ ხალხს, ეგეთი ბიძინა ნამდვილად აღარ სჭირდებათ – ამბობს ელისაშვილი:

მე არ მჯერა თვითმკვლელობის. ჯერ ერთი, კაცი რომ თავს იკლავ, ბათუმინდა საგარეჯოში რატომ უნდა წახვიდე და მერე მეორე, თავს რომ იკლავ, ფილტვში არ დაიმიზნებ, აჭარას ხელმძღვანელობდა კაცი და მაგდენი ანატომია უნდა იცოდეს. ბიძინა “აკაჩავებს” თავისიანებს. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას, ეს ვიცი ნამდვილად და ეს აღარ უმალება. ბიძინამ უკვე “რაზბორკები” დაიწყო პარტიაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ დილიდან “ქართული ოცნება” არის თავზარდაცემული ამ ფაქტით. ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილი უყვარდათ მანამდე, სანამ ფულს აპარინებდათ და უკან თუ დააბრუნებინებს, დახვრეტს და დახოცავს იმ ხალხს, ეგეთი ბიძინა ნამდვილად აღარ სჭირდებათ”, – განაცხადა ალეკოს ელისაშვილმა. 
თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. 36 წლის რიჟვაძე  “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაშიც ვეღარ მოხვდა.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი – გადადგომიდან მელევე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე საბა აშშ
„მე, როგორც ერთ-ერთი მღვდელმთვარი, თანახმა ვარ, რომ პატიმრების შეწყალება მოხდეს“ - მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...

საზოგადოება 1778607897

მეუფე იაკობი
„ ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილი ციხე არ იქნებოდა“ — მეუფე იაკობი სინდისის პატიმრების შეწყალებაზე

„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...

პოლიტიკა 1778601240

ნავთობი
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო - The Moscow Times

უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1778601094

ივანიშვილი
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება

შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...

პოლიტიკა 1778601017

ლუკაშენკო
„ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ - ლუკაშენკო

„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...

მსოფლიო 1778600936

ნანუკა ჟორჟოლიანი
„როგორ ივსება პატიმრების ბარათები, რომ იცოდეთ... თუ რამე გამომრჩა და კითხვა გაქვთ, აქ ვარ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...

სოცმედია 1778600879