“თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა“- თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს
პოლიტიკა • 1749570195
თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა-ასე მიმართა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მან ლევან იოსელიანს კომპეტენცია დაუწუნა და მოსთხოვა, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახალხო დამცველიც იყოს.
“მე ადამიანის უფლებების სპეციალისტი ვარ, თქვენგან განსხვავებით. საქართველოში მყოფი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა გეხებათ"-თქვა მან.
თქვენ, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა სამართალი არ იცით... ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ... თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა... მე ადამიანის უფლებათა სპეციალისტი ვარ თქვენგან განსხვავებით. თქვენ უბრალოდ გადაწყვიტეთ მანიპულირება რეალობებით და ტრიბუნიდან განაცხადეთ, ის, რაც ჩემი შეფასებით არაობიექტური იყო. ალბათ, გქონდათ იმედი, რომ ჩვენ აქ შენიშვნას არ მოგცემდით. ჩვენ თქვენ გთხოვთ და კანონში გიწერიათ, რომ იყოთ ობიექტური...“,- განაცხადა წულუკიანმა.
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში "ქართული ოცნების" ლიდერებმა დაიწუნეს - ივანიშვილის გუნდის წევრების უკმაყოფილება ანგარიშის იმ თავს ეხება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებები დაირღვა და ხაზგასმულია პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა.
დღეს თეა წულუკიანის კრიტიკის ობიექტები გახდნენ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებიც.
რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? - მიმართა იოსელიანს "ქართული ოცნების" წევრმა.
თეა წულუკიანის შემდეგ, ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიში გააკრიტიკა ნინო წილოსანმაც.
უკმაყოფილება ჩანაწერის იმ ნაწილმაც გამოიწვიამ, სადაც სახალხო დამცველი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და საქმიანობაში ხელშეშლაზე მიუთითებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს
სოცმედია • 1765212179
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765209480
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...
სოცმედია • 1765209294
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...
საზოგადოება • 1765208915
„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა! როგორია ელენეს...
სოცმედია • 1765208719
"კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...
პოლიტიკა • 1765208247












