"თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით" - კირთაძე სააკაშვილს

პოლიტიკა 1635001210

კირთაძე

ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ბათუმში, გიორგი კირთაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მესამე პრეზიდენტს მიმართა და თქვა, რომ ის დღეს იმ საქმეებისთვის ისჯება, რაც ამ ქვეყანაში გააკეთა.

მისი თქმით, თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც სააკაშვილი მთელი ცხოვრება იბრძოდა.

"მოგესალმები ბატონო მიშა, თქვენ კარგად იცოდით, რა ნაბიჯსაც დგამდით, თქვენ იცოდით, რომ თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ჩამოდიოდით საქართველოში, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი გადადგით და შეასრულეთ თქვენი სიტყვა, ისე როგორც ყოველთვის ასრულებდით მას.

თქვენ ისჯებით იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რაც შეძელით ჩვენს ქვეყანაში. თავისუფლება და ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ეს იყო მთავარი, რისთვისაც თქვენ მთელი ცხოვრება იბრძოდით, ამის ნათელი დასტური იყო 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, ასევე თქვენი ჩამოსვლა საქართველოში.

ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის, ბათუმელებისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო, რომ თქვენი პირველი განცხადებები, პირველი ვიდეო და მეორე ვიდეო აქედან ძალიან ახლოს, ახალ და ძველ ბულვარში ჩაიწერა.

მირდატმა თქვა და ვეთანხმები, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ყველა პატრიოტის ღირსების საქმეა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იყოს პოლიტიკური პატიმარი",- თქვა გიორგი კირთაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმში მასშტაბურ აქციას მართავენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტუდენტები
არა რუსულ კანონს! - სტუდენტების აქცია თბილისში

არა რუსულ კანონს! - მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტები "ქართული ოცნების" რუსულ კანონს აპროტესტებენ. თავდაპირველად ისინი პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც კანცელარიასთან გადაინაცვლეს. "აქციის მ...

პოლიტიკა 1713465370

ივანიშვილი
ახალი კანონი ივანიშვილის გადასარჩენად - "ოცნება" ოფშორების კანონპროექტს ამტკიცებს

რუსულ კანონთან ერთად, "ქართული ოცნება" ოფშორების შესახებ კანონსაც ამტკიცებს. ეს არის ინიციატივა, რომელიც სრულ საგადასახადო შეღავათს უწესებს ბიზნესმენებს, რომლებიც ოფშორებში წილის ას პროცენტს ფლობენ და...

პოლიტიკა 1713464602

კუპრაძე სასამართლო
ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესი  გადაიდო. შს სამინისტროს  აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები  ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა.   მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პოლიტიკა 1713452760

სახელმწიფო დეპარტამენტი
„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირებით“ - სახდეპის მეცხრე განცხადება

რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "...

პოლიტიკა 1713451762

უკრაინა საქართველო
„რუსიფიკაცია და არა მითური "უკრაინიზაციაა" რეალური საფრთხე საქართველოსთვის“ - უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. "მოვუწოდებთ ყველა დაინტერ...

პოლიტიკა 1713451231

პოლიტიკოსები
„არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!“ - ნიკა მელია

"განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.აღფრთოვანებულები ვართ ყველა,  ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვ...

პოლიტიკა 1713450763