“თქვენ მოიგებთ ამ არჩევნებს… სომხები მოგყვებიან და გაქვთ ძალიან დიდი შანსი, რომ კავკასია გახადოთ ევროპული – მოიშორეთ რუსები” – პავილიონისი

პოლიტიკა 1723649083

პავილიონისი

„თქვენი ქვეყანა უკვე ოკუპირებულია, ქვეყანამ უკვე დაკარგა სუვერენიტეტი და აქვს მხოლოდ გარკვეული ფორმალური ნიშნები შემორჩენილი” – ამის შესახებ ლიეტუვას სეიმის ვიცე-სპიკერმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა დეზინფორმაციის ექსპერტთან, ნინი შენგელიასთან ინტერვიუში განაცხადა.

7 აგვისტოს ჩაწერილი ინტერვიუს მთავარი თემა დეზინფორმაციისა და უსაფრთხოების საკითხები იყო.

პავილიონისის განცხადებით, “თუ ქართველები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ წყალობით ისინი ინარჩუნებენ მშვიდობას, ეს დაახლოებით ისეთი მშვიდობაა, როგორიც არის საკონცენტრაციო ბანაკებში ან ციხეში”. 

 


„ციხეშიც არის მშვიდობა, მაგრამ ციხეში როდესაც ხარ, ჩამორთმეული გაქვს ყველანაირი უფლება. “ეს არის „კოლხოზის” ტიპის მშვიდობა ან „საბჭოთა მშვიდობა”. „ქართულ კოშმარს“ უნდა რომ თქვენ გადაგაყლაპოთ პროპაგანდის აბი და ამ დროს რუსეთმა განახორცილოს ქვეყნის სრული ოკუპაცია” – განაცხადა პავილიონისმა. 
„თქვენ თუ ფიქრობთ, რომ რუსეთს შეუძლია მოგცეთ მშვიდობის გარანტია, თქვენივე ისტორიას გადახედეთ, ნახეთ რამდენი ადამიანი ჰყავთ მოკლული და რამდენჯერ განახორციელეს ოკუპაცია. თუ “რუსული მშვიდობა” გინდათ, ეს გექნებათ და ეს იგივეა რაც მონობა” – ამბობს მაღალიჩინოსანი. 
პავილიონისმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველაზე ბედნიერი ახალგაზრდობა ლიეტუვაშია. მისი თქმით ლიეტუვაში ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე არის ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო დიდი, ვიდრე რუსეთში და ქვეყანა არის დამოუკიდებელი, მდიდარი და სტაბილური.

„ვეკითხები ქართველ ხალხს: კიდევ 20 წელი აპირებთ ლოდინს ნატოსთვის და ევროკავშირსთვის? რუსეთი მოდის. თქვენ არ გაქვთ 20 წელი, გაძლებთ 20 წელი? ჩვენ ძლივს გაგიღებთ ფანჯარა, ყველა ევროპის ქვეყნის დედაქალქში ვიბრძვით თქვენს გამო.

ევროკავშირში და ნატოში არავის უნდა მეორე ორბანი ან მესამე პუტინი. დაივიწყეთ ამ მთავრობით ოდესმე ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირის და ნატოს კარები იქნება დაკეტილი. ნატოს სამიტზე ჩვენ ვიწევთ ხელს და ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა მოიხსენიონ საქართველო. ამჯერად, ხელი არ აგვიწევია. რატომ? იმიტომ რომ თქვენ აღარ გყავთ მეგობრები. თქვენი მეგობარი არის ორბანი, რომელიც არასდროს არ აიწევს ხელს, თქვენს გაწევრიანებაზე ევროკავშირში და ნატოში, იმიტომ, რომ ის მიყვება რუსეთის ინსტრუქციებს. ამიტომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი, ვინაიდან ეს არის არჩევნები ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე.

როცა ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროკავშირი გააღებს ყველა კარს, ეს პირდაპირი ტყუილია. ბრიუსელი არ წყვიტავს წევრობას, ეს უნდა გადაწყვიტოს ყველა ქვეყანამ და თითოეულს ქვეყანას აქვს  ვეტოს უფლება. როგორც გითხარით, თქვენ მეგობრები აღარ გყავთ, უნგრეთის გარდა. როგორ ფიქრობთ რამდენი ხელი აიწევა ჰაერში თქვენ გაწევრიანებაზე? არცერთი. ვინმეს უნდა ახალი უნგრეთი? პირწმინდად გატყუებენ”- თქვა მან. 
ჟიგიმანტასის თქმით, საქართველოს უკვე დიდი ხანია რუსეთი და ჩინეთი აკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, ამით დამთავრდება საქართველოც.

აღინიშნა ისიც, რომ დღევანდელ რეალობაში, სომხეთის მთავრობა ბევრად უფრო ღიაა ევროპასთან თანამშრომლობაზე ვიდრე საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ისინი იღებენ ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას და ვიზა ლიბერალიზაციაზეც მუშაობენ. ჟიგიმანტასმა აღნიშნა, რომ საქართველო შავ ბაზრად არის ქცეული, იმ რუსების მიერ, რომლებიც ჩამოდიან ყველანაირი კონტროლის გავლის გარეშე.

„მე ვარ ფილოსოფოსი და დიპლომატი ერთად, გულზე მიკეთია ქართული ჯვარი. ვიცი რომ თქვენ მოიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენ გვეძახიან ბალტიისპირეთის ქართველებს. სომხები მოგყვებიან და თქვენ გაქვთ ძალიან დიდი შანსი, რომ კავკასია გახადოთ ევროპული. ეს არის თქვენი ტერიტორია და მოიშორეთ რუსები. ჩვენ თქვენი ისტორიიდან ვსწავლობთ, იყავით ამაყები და გახსოვდეთ, რომ ეს არის თქვენი ბოლო შანსი.” – განაცხადა ჟიგიმანტასმა ინტერვიუს ბოლოს, რომელიც 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წლის თავზე შედგა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკ
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება “შეხვედრები ბიზნესთან” გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1771437323

ბაჩიაშვილი ივანიშვილი
„როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $, დღეს ბიტკოინის ფასი არის 67 128 $, ახლა თქვენ მიხვდით, რა მოხდა და როგორ“ - გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...

სოცმედია 1771437079

გია ხუხაშვილი
„ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...

სოცმედია 1771431254

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა - მედია

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...

პოლიტიკა 1771427239

დავით კაკულია
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა“ - დავით კაკულია

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...

კრიმინალი 1771426020

ბაჩიაშვილი
„ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" - პროკურატურა

ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...

პოლიტიკა 1771425172