"თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია“ - კახა ოქრიაშვილი "ოცნებას"

პოლიტიკა 1738839864

კახა ოქრიაშვილი

"ოცნებას": თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!

გუშინ დასრულდა ჩემი 21-წლიანი დეპუტატობა. პარლამენტში პირველად 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამირჩიეს, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი. ასეთივე დამოუკიდებელი დავრჩი ბოლომდე და ვარ ახლაც.

სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა მიმართაც მქონდა აზრთა ყველაზე დიდი თანხვედრა იმ პერიოდში. შეიძლება ამიტომაც ბევრს არ ვუყვარდი, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და არც „ქართულ ოცნებაში“, რაც დიდად არ მადარდებდა და არც მადარდებს.

ახლა აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო დე-ფაქტო ხელისუფლების ბოლოდროინდელ მოქმედებებს - ისინი ქაოტურ მოძრაობებს აკეთებენ, რაღაცას მიედ-მოედებიან. ამბობენ, ამერიკული „ფარას“ მსგავსი აქტი უნდა მივიღოთო და საინტერესოა, ე.წ. რუსულ კანონს უნდა დაამატონ, თუ მის ნაცვლად გადმოიტანონ. საქართველო ჩემი სამშობლოა და ყველა ქვეყანაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ვართ ამერიკა? მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა და ჯარი გვყავს, ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ვართ, ამერიკულ კანონის რომ ვიღებთ?! აი, ამ ამერიკას ჩინეთიდან დაწყებული, რუსეთით დასრულებული, ყველა ანგარიშს უწევს, შეურაცხყოფას არავინ აყენებს, ცდილობს, არ დაუპირისპირდეს და თქვენ კი, კონგრესმენებს და სენატორებს „ჩათლ... ბს“, იაფფასიანებს ეძახით?! ცნობილი კლასიკოსის სიტყვებია, გადაწყვეტილების მიღება და ნაბიჯების გადადგმა შედეგების გათვალისწინების გარეშე, შიზოფრენიის პირველი სიმპტომია. ჰოდა, მეგობრებო, კოლექტიური შიზოფრენია ხომ არ გჭირთ?! კარგი, დავუშვათ თქვენ გჭირთ და საქართველოს რას ერჩით - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა?

მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას - დაიწყოს მზადება ვადამდელი არჩევნებისთვის, რომ იქნებ, დარჩნენ პოლიტიკურ სივრცეში და ისე არ გაქრნენ, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“. რაც ცუდი და პრობლემატური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ასეთივე და უარესია ახლაც - არც მაშინ იყო და არც ახლაა კონკურენცია და ბალანსი პოლიტიკურ ველზე. კონკურენციის გარეშე კი არ არსებობს განვითარება.

ზუსტადაც, არ ყოფილა პოლიტიკური კონკურენცია 2004-დან 2012 წლამდე, რადგან ხელისუფლება მოვიდა რევოლუციურ ტალღაზე და იგივე მოხდა 2012 წელსაც, რადგან „ოცნებაც“ მოვიდა თითქმის რევოლუციურ ტალღაზე. ახლა "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა შეზღუდოს, დააჩაჩანაკოს, ციხე-ციხე ათრიოს, ფინანსურად გაანადგუროს პოლიტიკოსები, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და საერთოდ, ყველაფერი ოპოზიციური, მათ შორის, უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები.

მე უწყვეტი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და ზუსტად ვიცი, რა განწყობებია ქვეყანაში, განსაკუთრებით დედაქალაქში - ის ხალხიც კი, ვისაც თავში აზრად არასდროს მოსვლია გინება, დღეს "ოცნებას" ღიად აგინებს. ასე რომ, შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!"- ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნას ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც მის ოჯახს არ აქვს. "ძალიან გთხოვთ მიიტანოთ ჩემი შვილის გასაჭირი გულთან...

საზოგადოება 1742233840

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 1742232823

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 1742225499

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 1742222717

ქილერი
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - მედია

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაციას tvpirvel.ge-ს ინფორმირებული წყარო უდასტურებს.   წყარო ძალოვანებიდან აღნიშნავს, რომ პოლიციამ 50 წლამდე გელა უძილაური რამდენიმ...

კრიმინალი 1742222482

ტრამპი ბაიდენი
ტრამპი ბაიდენის მიერ პირების წინასწარ შეწყალებებს ბათილად აცხადებს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის იმ წევრების წინასწარი შეწყალებები, რომლებმაც 6 იანვრის აჯანყება გამოიძიეს "ბოლო მომენტში გასცა" და ეს შეწყალებები "არ...

მსოფლიო 1742222234