“თქვი რამდენი გადაიხადე ბიუჯეტში, რამდენი კაცი დაასაქმე, მერე მე განახებ, რამდენი მაქვს გადახდილი, რამდენი დასაქმებული” – მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს

პოლიტიკა 1708562713

ხაზარაძე ივანიშვილი

“ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს “ტვ პირველიდან” მიმართა და განაცხადა:

ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს, ეს არის კანონმორჩილება. მე ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი ვარ ამ ქვეყანაში. თუ არ მეთანხმება, გამოიტანოს და თქვას, რამდენი აქვს თავად გადახდილი ბიუჯეტში მერე მე გამოვიტან და ვანახებ რამდენი მაქვს ბიუჯეტში გადახდილი. ამაშია საქმე. ეს მითი, რომ, სადღაც ღრუბლებშია ბიძინა ივანიშვილი, ეს უნდა დამთავრდეს და პრაქტიკულად უნდა ვილაპარაკოთ. რომ ამოუჩემებიათ ქველმოქმედებაო, ბიუჯეტი თუ გაყვლიფე, მასე ყველა იქნება ქველმოქმედი. რუსეთში რომ ფულს აკეთებ და აქ რომ რუსულ პოლიტიკაში დებ, ეს არის პრობლემა. ეს ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამას მე ვლაპარაკობ არა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არამედ, როგორც ერთი რიგითი ქართველი და როგორც ერთი რიგითი ქართველი ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, გამოაქვეყნე შენი პირადი გადახდები ბიუჯეტში, რამდენი გყავს დასაქმებული ამ ქვეყანაში, მე გვერდზე მივუწერ, მე რამდენი მყავს დასაქმებული, რამდენი ასეული მაქვს ბიუჯეტში შეტანილი, რომელსაც შენს მიერ დანიშნული ადამიანები ჯიბეში იდებენ. ამას თუ ქართველი ხალხი გაპატიებს, კი ბატონო, მაგრამ მე არ მგონია. ჩვენი ბიუჯეტის მოპარვა არავის არ უნდა შევარჩინოთ, ეს არის კანონის უზენაესობა.

 

ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს სიმართლე. ასეთი გამოთქმაა, ქურს ქუდი ეწვისო, თუ ერთი პატარა უწყინარი ბანერი აღიზიანებს და ნამდვილად აღიზიანებს ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე და მან ეს იცის ძალიან კარგად, თუ რას ემსახურება, ვის ემსახურება და ვის ინტერესებს ატარებს საქართველოში, შესაბამისად, შეიძლება ამითაც იყოს გამოწვეული ის ბრაზი, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ, როცა იქნება საშულება, რაც აშფოთებს “ოცნებას” ზუსტად ვიცი, ეს არის ჩვენი მზარდი რეიტინგი, ჩვენი ზრდა, ჩვენი მიმღებლობა ამომრჩევლების მხრიდან. ეს მიმღებლობა გამოიწვია იმან, რომ ჩვემ არსად არ გავქცეულვართ, არ გავქცეულვართ არც სასამართლო პროცესიდან, არც იმუნიტეტი გამოგვიყენებია, დავტოვეთ პარლამენტი, არაფერში არ გამოგვიყენებია ეს პოლიტიკოსობა, გარდა იმისა, რომ ვდგავართ წინა ხაზზე და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირანი
ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს - CBS

ირანმა, შესაძლოა, უახლოეს 24 საათში ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელოს, იუწყება CBS აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით. მათი თქმით, თავდასხმა ისრაელის სამხედრო ობიექტებზე იქნება მიმართუ...

მსოფლიო 1712962500

თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია

ისრაელზე ირანის თავდასხმის საფრთხე რეალურია, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, შეერთებ...

მსოფლიო 1712960940

ჯანგირაშვილი
"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

"ჩემი აზრით ოცნებამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა რუსული კანონის ინიცირებით. ახალგაზრდები ბოლოს და ბოლოს ზუსტად მიხვდებიან, რატომ უნდა მიბრძანდნენ აუცილებლად არჩევნებზე და რატომ უნდა გამოდღლიზონ თავი...

სოცმედია 1712954100

გოგოტიშვილი
"აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები..." - თენგო გოგოტიშვილი

"საქართველოში ათობით ათასი ლაზარეა - ვის დასაჭერადაც ბორიას ხელები ექავება. და აუცილებლად დაიწყებს სულ მალე. ვიყოთ რეალისტები" წერს თენგო გოგოტიშვილი.

სოცმედია 1712953680

ხარანაული.jpg
"რა ივლიდა ცხრა ზამთარი და ცხრა გაზაფხული, ახალგაზრდა კაცის ცოდვით გაღუნული" - ბესიკ ხარანაული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

"ღმერთმა გიშველოთ! რა ივლიდა ცხრა ზამთარი და ცხრა გაზაფხული, ახალგაზრდა კაცის ცოდვით გაღუნული." წერს ბესიკ ხარანაული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.

სოცმედია 1712953380

სანაია
"ვიღაც ქალები ჰყავს სტუმრად - ამ შეწყალების გამო ნოე ჟორდანიას წყევლიან" - რას წერს ვახო სანაია

"თამუნამ პოსტივი ჩამირთო, ეს უნდა ნახო, გინდა თუ არაო. შალვა რამიშვილს რომ დედა აქვს მოტ@ნული, ეგ არაფერი. ვიღაც ქალები ჰყავს სტუმრად - ამ შეწყალების გამო ნოე ჟორდანიას წყევლიან." წერს ვახო სანაია.

სოცმედია 1712953140