„წარმოუდგენელი უსამართლობაა, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე“ - თინა ბოკუჩავა
პოლიტიკა • 1723112399
„წარმოუდგენელი უსამართლობაა, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე, საქართველოს მოქალაქეები კი ღარიბდებიან და ელემენტარულად, საკვების საყიდლად უწევთ სხვა სახელმწიფოში გადასვლა.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
თინა ბოკუჩავას განცხადებით - „ახლა ვიმყოფებით ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტთან, თურქეთის საზღვართან, სადაც უამრავ საქართველოს მოქალაქეს ყოველდღიურად უწევს თურქეთში გადასვლა იმისთვის, რომ შეიძინოს პირველადი მოხმარების პროდუქტები. აქ საუბარია საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტზე, რადგან კატასტროფულად გაზრდილია ფასები და ადგილობრივ მოსახლეობას უწევს თურქეთში გადასვლა იმიტომ, რომ თურქეთშიც კი, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გაცილებით დაბალია ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე.
დღეს უამრავ ადამიანს შევხვდით ვალეში და ისინი გვიყვებიან თუ როგორ უწევთ ყოველდღიურად, მათ შორის ფულის შეგროვება, აგროვებენ 50-50 ლარს იმისთვის, რომ იქირაონ მანქანები, რადგან საკუთარი ავტომობილი ყველას არ ჰყავს და აქ გადასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბუნებრივია შეუძლებელია და ასე შეგროვებული ფულით, ცოტაოდენის დასაზოგად საკვებ პროდუქტებზე საკუთარი ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის მედიკამენტების შესაძენად უწევთ გადასვლა საზღვარზე თურქეთში. ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე, საქართველოს მოქალაქეები კი ღარიბდებიან და ელემენტარულად საკვების საყიდლად უწევთ სხვა სახელმწიფოში წასვლა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. ეს აუცილებლად უნდა დავასრულოთ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ამის შესაძლებლობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები ხმას მისცემენ ცვლილებას და კეთილდღეობას მათი ოჯახებისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ
ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს
სოცმედია • 1765212179
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765209480
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...
სოცმედია • 1765209294
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...
საზოგადოება • 1765208915
„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა! როგორია ელენეს...
სოცმედია • 1765208719
"კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...
პოლიტიკა • 1765208247












