ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი იქნება ფორმალური - ნინო დოლიძე

პოლიტიკა 1642162876    35

ნინო დოლიძე

ყველა ის პროცესი, რაც ვიხილეთ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ს პროცესი იქნება ფორმალური, მოკლებული იქნება დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და სავარაუდოდ, საბოლოოდ მაინც მივიღებთ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში აღარ მიგვეღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ “ინტერპესნიუსს“ განუცხადა და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსში ჩართვაზე არასამთავრობო სექტორის უარის მიზეზი განმარტა.

ნინო დოლიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გვერდიდან დააკვირდებიან და კანდიდატების შერჩევის შემდეგ დამატებით შეფასებებს გააკეთებენ.

„2021 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ კომისიაში და მაშინაც ჩვენი მიზანი იყო პოზიტიური როლი შეგვესრულებინა და ცესკოს თავმჯდომარედ აგვერჩია ისეთი ადამიანები, რომლებსაც როგორც პოლიტიკური პარტიების მხრიდან ექნებოდა მაღალი მხარდაჭერა, ასევე საზოგადოების ნდობა. თუმცა მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, კომისიის მუშაობაში დარჩა ნამდვილად კითხვის ნიშნები კომისიის ზოგიერთი წევრის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, შემდეგ საკონკურსო კომისიის შედეგად შერჩეულ იქნა და გადაცემული საქართველოს პარლამენტისთვის ზოგიერთი ისეთი კანდიდატი, რომლებსაც ჩვენ არ ვუჭერდით მხარს, როგორც თავმჯდომარეობის პოზიციაზე, ასევე პროფესიულ წევრებად. შესაბამისად, ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ ჩვენ და ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიყავით იმედგაცრუებული და მას შემდეგ, რაც ახლა გამოცხადდა კონკურსი, ჩვენ ახლაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, მოწვევა, მაგრამ როდესაც გავიგეთ კომისიის შემადგენლობა, გადავწყვიტეთ, რომ აღარ მიგვეღო მონაწილეობა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ პროცესი განმეორდებოდა და ჩვენ ვერ მოვახერხებდით ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც საზოგადოების მაღალი რეიტინგით სარგებლობენ.

გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით. თუ მანამდე, შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად, ოთხი კენჭისყრა იყო და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი, ახლა ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ განახორციელა ცვლილებები, რომლის შემდეგაც მხოლოდ ორი კენჭისყრა გახდა საჭირო.

ჯამში ყველა ის პროცესი, ჩვენ რაც ვიხილეთ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს პროცესი იქნება ფორმალური, მოკლებული იქნება დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და სავარაუდოდ, საბოლოოდ მაინც მივიღებთ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში აღარ მიგვეღო მონაწილეობა და ცხადია გვერდიდან ვაკვირდებით და მას შემდეგ, რაც შერჩეულ იქნება კანდიდატები, დამატებით შეფასებას გავაკეთებთ“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიცია
1 დაღუპული და 2 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი და მძიმედაა დაშავებული ორი ადამიანი. შემთხვევა გურჯაანის ცენტრალურ  მაგისტრალზე, კურორტ "ახტალას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერ...

შემთხვევა 1642960397

ლისის ტბა
"ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს: "გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდ...

საზოგადოება 1642960300

არმენ სარქისიანი
სომხეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა. მის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში გადადგომის მთავარ მიზეზად აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნის...

მსოფლიო 1642959582

ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე)
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

გარდაიცვალა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე). ინფორმაციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს. “მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსი...

Covid 19 1642959226

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 იანვარს ელექტროენერგია გაითიშება

24 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის...

საზოგადოება 1642959076

ლოთი ზოდიაქო
"ლოთების რეიტინგი" ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ასტროლოგებმა ზოდიაქოს ნიშნები მათი ალკოჰოლისკენ მიდრეკილების მიხედვით დაახარისხეს. სიას სათავეში მორიელი უდგას. საქმე იმაშია, რომ მორიელს თავისი სულიერი ტკივილების დაფარვა უყვარს, რაშიც ალკოჰოლი ეხმარ...

ეს საინტერესოა 1642948994