„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

პოლიტიკა 1776686930

კალაძეე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია იმით, რომ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალებები, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია, ემსახუროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ყველამ ვიცით, რომ აგენტურაა. ეს წლების განმავლობაში იქმნებოდა, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ეს დაჯგუფებები, ეს მოღალატეები შექმნილიყო. ეს ხელწერა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით არ არის. ზოგადად, ყველგან, სადაც არის პოლიტიკური ინტერესი, ერთი და იგივე დამოკიდებულებაა და ეს სქემა გაშიფრულია. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვინ საიდან ფინანსდება, ვინ ჰყავთ პატრონები და რა არის მათი მთავარი მიზანი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოში მორიგი რევოლუციური სცენარების დაგეგმვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მტრული საქმიანობა გრძელდება, თუმცა შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ყველაფერს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

„მტრული საქმიანობა გრძელდება. ყველამ ვიცით, საიდან ფინანსდება, ვინ  არიან ამ ყველაფრის სათავეში და რა აქვთ მთავარი ინტერესი. ყველა გაშიფრულია. წინა წლებშიც რამდენჯერმე იყო მცდელობა საქართველოში რევოლუციის მოწყობის, ტარდებოდა ტრენინგები. ხომ გახსოვთ, როგორ იფუთებოდა ეს ტრენინგები, თითქოს მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის ტარდებოდა, ამისთვის ფულს იღებდნენ, რეალურად კი იქ საუბარი მიმდინარეობდა რევოლუციურ სცენარზე, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, რა პროცესები უნდა წარიმართოს და ასე შემდეგ. იგივეა ახლაც. ეს ქვეყნის მტრები არ ჩერდებიან. ცდილობენ პოლარიზაცია გააღრმავონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, მაგრამ სახელმწიფო სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ვინც კი რაიმე კანონდარღვევას ჩაიდენს, ამას მოჰყვება მყისიერი და ძალიან მკაცრი რეაგირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178